ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოროგორ გააჩინა ბრიტანეთში ქალმა ერთი და იგივე ბავშვი 2-ჯერ? – უნიკალური სამედიცინო...

როგორ გააჩინა ბრიტანეთში ქალმა ერთი და იგივე ბავშვი 2-ჯერ? – უნიკალური სამედიცინო შემთხვევის დეტალები

დიდ ბრიტანეთში ქალმა ერთი და იგივე შვილი ორჯერ გააჩინა, ალბათ იფიქრებთ ეს როგორ შეიძლებაო? ამ ყველაფერს ქვემოთ მოცემულ სტატიაში შეიტყობთ.

დიდ ბრიტანეთში ქალმა ერთი და იგივე შვილი ორჯერ გააჩინა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

როგორც გაირკვა, ორსულობის ადრეულ ეტაპებზე დედამ, 23 წლის ლიზი კოფიმ შეიტყო, რომ ბავშვი სავარაუდოდ დაიბადებოდა Spina bifida-თი (ზურგის ტვინის თიაქარი, ზურგის ტვინისა და ხერხემლის განვითარების მძიმე თანდაყოლილი დეფექტი) დაავადების პროგრესირების შეჩერების მიზნით, ქალი დათანხმდა ბავშვის „მშობიარობას“ ორსულობის მეექვსე თვეში – ექიმებმა ბავშვი გამოიყვანეს, დეფექტი გამოასწორეს და უკან საშვილოსნოში დააბრუნეს.

ბავშვი, რომელსაც ლუკა დაარქვეს, 38 კვირაში დაიბადა. მშობიარობის შემდეგ ბავშვმა რვა დღე გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.

ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან რვა დღის შემდეგ გაწერეს, ქალბატონმა კოფიმ შეძლო ბავშვის სახლში წაყვანა.

თუმცა ოჯახს უთხრეს, რომ ლუკა დიდი ალბათობით სიარულის ვერ შეძლებდა . ახალშობილს ასევე მოუწია რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დაზიანებული ტვინისა და ხერხემლის აღდგენის მიზნით.

ლუკას დარჩა მხოლოდ ნაწიბური ზურგზე და მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც Chiari malformation, სადაც ტვინის ნაწილი (ნათხემი) ვრცელდება ზურგის არხში.

ახლა ერთი წლისაა, მას უტარებენ ფიზიოთერაპიის სეანსებს, პროგრესი არის, რაც მომავალში იძლევა იმედს.

ნათხემი უმჯობესდება, – ამბობს ქალბატონი კოფი.-„მას აქვს გარკვეული სითხე ტვინში, მაგრამ ის სტაბილური რჩება, ამიტომ არ სჭირდება დრენაჟი”.

კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 600 ბავშვი იბადება სპინა ბიფიდათი.

წყარო

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  იტალიასა და საქართველოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი