„ საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომ – არქიმანდრიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ“-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.

ანდრია ჯაღმაიძის ცნობით, ხუთშაბათს, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით კომისია გაიმართება, თუმცა, მისგან ვერ მიიღეს დასტური გამოცხადების შესახებ.

„12 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანდრიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე.

დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ.

ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომა.” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინარული გადაცდომ – არქიმანდრიტ დოროთესგან ვერ მივიღეთ დასტური ხუთშაბათს დანიშნულ კომისიაზე გამოცხადების შესახებ“-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძ. 14 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საპატიო-მიზეზის-გარეშე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi