როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – პროგნოზი 9-11 აპრილისთვის

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს სინოპტიკოსები ზოგან წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

სააგენტოს ცნობით, თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – პროგნოზი 9-11 აპრილისთვის. 9 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორი-ამინდია-მოსალოდნ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi