„მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით, თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“ – მამა პეტრე მორიგ ლექსს კითხულობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მის მიმდევრებს ხშირად უზიარებს ხოლმე საკუთარ ლექსებს.

ამჯერად, მან „ტვ პირველის“ გადაცემაში „შუადღე“ წაიკითხა მისი ერთ-ერთი ლექსი სახელწოდებით „აპრილი“.

„შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით, წელმოწყვეტილი იები მტკივა,

- Advertisement -
Ad imageAd image

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.

წუხელის წვიმამ დატბორა გზები,

და აჩრდილივით გეძებდი ქარში,

შენ თვალებიდან გცვივა იები

და გაზაფხული გითრთოლავს ტანში.

- Advertisement -
Ad imageAd image

იასამნებად გეტყობა წლები,

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,

მინდა გიყურო შორიდან გზნებით,

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.

მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,

მარტმა ფიქრები ისევ არია,

მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით,

თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მიყვარხართ? – ამას ნუ მეკითხებით, თუ გინდა გეტყვით, გეტყვით ძალიან…“ – მამა პეტრე მორიგ ლექსს კითხულობს. 9 აპრილი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მიყვარხართ-ამას-ნუ-მეკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi