20 მარტს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 3. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. დღისით +11 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით 11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც დიდია წვიმის ალბათობა. დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი. 7 გრადუსია დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში წვიმაა ნავარაუდევი და +10 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი+1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში 1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
თოვლია თუშეთში, ომალოში დღისით 1, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმაა მოსალოდნელი და +11 გრადუსი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი – 4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. დიდია წვიმის ალბათობა.
მასალის გამოყენების პირობები