თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, კერძოდ კი metromoney-ს გვერდზე, ასევე „ ტრანსპორტი კომპანია თბილისი“ (https://www.facebook.com/profile.php?id=61574441368736) ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“,- ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თბილისის სატრანსპორტო კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 19 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-სატრანსპორტო-კო/
