ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორია IT სექტორში ანაზღაურება? - „ხდება „ტვინების“ გადინება“

როგორია IT სექტორში ანაზღაურება? – „ხდება „ტვინების“ გადინება“

მსოფლიოში IT სფეროში მოთხოვნა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოშიც მზარდია, მიწოდება საკმარისი არ არის, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია სექტორში არსებულ კადრების დეფიციტთან.

საქართველოს ციფრული ინდუსტრიის კონსორციუმის საორიენტაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია „ბიზნესპრესნიუსთან“ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ საუბრობს.

პირველ რიგში, კიზირია განმარტავს გაზრდილ მოთხოვნას სექტორში. მისი თქმით, პროგრამისტებზე მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით დაიწყო კოვიდ პანდემიის პერიოდში, რა დროსაც სხვადასხვა სექტორმა გაციფრულების და ავტომატიზაციის აუცილებლობა გაითავისა.

„პროგრამისტებზე მოთხოვნა არამარტო ქართულ, ასევე გლობალურ დონეზე გაიზარდა. ამას დაემატა ბელარუსის მოვლენები, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რამაც გამოიწვია ბაზრის ტრანსფორმაცია. მოხდა IT სექტორის რადიკალურად გადაწყობა. ქართული კომპანიები, რომლებიც იქამდე შიდა ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულები, გადაეწყვნენ. გაჩნდა ბევრი ახალი კომპანია, რომელიც უკვე ახალგაზრდებისგან შეიქმნა, ასევე არიან ფრილანსერებიც“, – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, IT ბაზრისთვის პრობლემურია კადრების გადინების საკითხი. თუმცა, სხვა სექტორისგან განსხვავებით, სადაც კადრები ფიზიკურად გაედინებიან ქვეყნიდან, IT სექტორში „ტვინების“ გადინება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სექტორში დასაქმებულთა ნაწილი ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა საზღვარგარეთ საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობენ.

„გადინება ხდება, ბუნებრივია, ოღონდ აქ საუბარია ტვინების გადინებაზე, როცა ფიზიკურად ქვეყანაში არიან და მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც საერთაშორისოა. ქართული კომპანიები, რომლებიც აქამდე ორიენტირებულები იყვნენ შიდა ბაზარზე, აქტიურად გადაეწყვნენ საერთაშორისო აუთსორსზე“, – ამბობს კიზირია.

მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებიდან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა სექტორში კადრების დეფიციტია. რაც შეეხება ანაზღაურებას, საშუალო კვალიფიკაციის პროგრამისტის ანაზღაურება IT სექტორში თვეში 5000 ლარიდან იწყება.

„საშუალო კვალიფიკაციის ანაზღაურება არის თვეში 5 ათასი ლარი. რაც ფასები დასავლეთში ევროპაში პირობითად, შეიძლება იყოს საათში 80-100 ევრო, მერე ხდება ამის გადმოტანა აუთსორსინგში საქართველოში და აქ 30-50 ევროა. ამ წუთში მოთხოვნა რაც არის, მიწოდების საშუალება არ არის, იმიტომ რომ არ არის კადრი“, – აღნიშნავს კიზირია. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

10 საუკეთესო აქტივობა ყირგიზეთში

13 March, 2025
ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

ვარჯიშების სისტემა – კუნთების ჰიპერტროფიისთვის ვარჯიშისას მნიშვნელოვანია კუნთებისათვის საკმაო რაოდენობის მუშაობა

მარტი 13, 2025
5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

5 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერის დიზაინში

მარტი 13, 2025
ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

ღორის ხორცი – მავნებელი თუ სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისთვის? – სპეციალისტის განმარტება

მარტი 13, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

რომელია მოგზაურობის დროს ძილის ყველაზე საშიში პოზა

მარტი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

ხილის მეფე: რომელი ხილი იმსახურებს ამ ტიტულს?

მარტი 13, 2025
რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

რომელი ესთეტიკური პროცედურებია პოპულარული და რა ასაკიდან იწყება გაახალგაზრდავებაზე ზრუნვა – ექსკლუზიური ინტერვიუ კოსმეტოლოგ-ესთეტიკ ნატალია ბარბაქაძესთან

მარტი 13, 2025
რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

რომელი ადგილები უნდა ნახოთ იტალიაში აუცილებლად

13 მარტი 2025
ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

ლაგოდეხის დრამატული და თოჯინების თეატრის პრემიერა თბილისში – ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრის სცენაზე

მარტი 13, 2025
ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა

მარტი 13, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი