„სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია, აუცილებლად კაცების ან სხვა ორგანოების დახმარებით… ვინც ჩემთან მოდის, ყველას 10 წლით უკან დაბრუნება სურს“ – ციცინო შურღაია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გადაცემაში „პრაიმშოუ“, რომლის მორიგი ეთერი დაეთმო ქალებს და იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან, პლასტიკურმა ქირურგმა, ციცინო შურღაიამ პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

„მე თვითონ ვიყავი სტერეოტიპის მსხვერპლი, როდესაც ამ ქვეყნიდან წავედი და ვცხოვრობდი სხვა ქვეყანაში. ამ გადაცემაში მოყოლილი ისტორიებიდან ცოტა განსხვავებულია…

იყო ასეთი სტერეოტიპი, რომ საქართველოდან ჩამოსული ქალი ვერანაირ დისერტაცია ვერ დაწერს, საკმაოდ, პატარა ასაკში დავწერე სადოქტორო ნაშრომი, ჩემი ოპონენტი იყო ვიქტორ სალამანოვიჩ კრილოვი იყო, ნინო კუზანოვამ იცის ვისზეც ვლაპარაკობ. მან პირდაპირ მითხრა – აბა, მითხარი, ვინ დაწერა შენი დისერტაცია?

საქართველოდან ჩამოსული ქალები დისერტაციას არ წერენო, მით უმეტეს, პატარა ბავშვი თუ გყავს, გამორიცხულია შენ დაგეწერაო.. არადა, ნამდვილად ჩემი დაწერილი იყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია, აუცილებლად კაცების ან სხვა ორგანოების დახმარებით.. როგორი სტერეოტიპის ქალები მოდიან ჩემთან? ვინც ჩემთან პლასტიკურ ქირურგიაზე მოდის, ყველას სურს 10 წლით უკან დაბრუნება..“, – ამბობს შურღაია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „სტერეოტიპია, რომ ქალმა თუ რამეს მიაღწია, აუცილებლად კაცების ან სხვა ორგანოების დახმარებით… ვინც ჩემთან მოდის, ყველას 10 წლით უკან დაბრუნება სურს“ – ციცინო შურღაია. 7 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სტერეოტიპია-რომ-ქალმა-თ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi