პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში  – ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

„საღამოს თოვა განახლდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოინაცვლებს ხვალ დილამდე. გურიაში ნალექი წვიმის სახით იქნება, სანაპიროზეც წვიმაა მოსალოდნელი, იმერეთში, სამეგრელოში, დაბლობ რაიონებში – თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.

კვირის დასაწყისში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დაბლობში -5 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა,  შემდეგ კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, ღამით -1, -4; -1,+4-ის ფარგლებში იქნება. დღის ტემპერატურა მნიშვნელოვნად კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, დაბლობ რაიონებში +15,16 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +10,12 გრადუსი და მაღალმტიან რაიონებში +8-10 გრადუსი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს საღამოდან იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მათ შორის, თბილისშიც, იქნება თოვლჭყაპი.

მთიან-მაღალმთიან რაიონებში იქნება თოვლი, კახეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება თოვლის სახით, ზოგან უნალექო.

შიდა ქართლში (გორი, ხაშური, აგარის ტერიტორია) იქნება თოვლი და დაბალი ტემპერატურა -3, -4 გრადუსი. დღისით +5 გრადუსი.

რაც შეეხება გუდაურსა და ბაკურიანს, ხვალ დილამდე თოვაა. ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება, -13,14 გრადუსამდე, მომდევნო კვირის ბოლოს იქაც მოიმატებს ტემპერატურა“, – ამბობს სინოპტიკოსი.

  საქართველოში შესაძლოა, UFC-ის ღონისძიება ჩატარდეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი