რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია – საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრებმა გოგონა გარდაცვლილი ნახეს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 15 წლის გოგო ემსხვერპლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ თულარში, იადიგაროვების ოჯახში უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ეზოში მოწყობილ ე.წ. საქანელაზე იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია. ოჯახის წევრებმა კი გოგონა უკვე გარდაცვლილი ნახეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). რკინის კონსტრუქციის თოკი გოგონას კისერზე შემოეხვია – საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრებმა გოგონა გარდაცვლილი ნახეს. 30 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რკინის-კონსტრუქციის-თოკი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi