ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირითი შეიძლება ცხოვრების ხარისხი შეიცვალოს - „თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან...

რითი შეიძლება ცხოვრების ხარისხი შეიცვალოს – „თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ რაღაც დაავიწყდა, საყურადღებოა

რამე ხომ არ დამრჩა ჩართული, უთო, ან გაზის ონკანი გადავკეტე?! სახლის კარი ჩავკეტე?!  რაზე მიუთითებს მეხსიერების დაბინდვის ეპიზოდები ?!
ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის რეკომენდაციები

თემაზე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ფსიქოლოგი, ნინო კერესელიძე საუბრობს:

„ადამიანს, როგორც წესი, გამოცდილებაში ერთხელ მაინც აქვს მომენტი, როცა არ იცის, ესა თუ ის მოქმედება გააკეთა თუ არა. ან შესაძლებელია, ჰგონია, რომ რაღაც შეასრულა, მაგრამ დარწმუნებული არ არის… ეს, როგორც წესი, დასაწყისში შფოთვიდან გამომდინარეა. ადამიანი შესაძლოა სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხზეა ფოკუსირებული და დავიწყებაც აქედან გამომდინარეობს. მაგრამ, თუ ანალოგიური შემთხვევები ძალიან ხშირია და თუნდაც ყოველდღიური ხასიათი აქვს, ადამიანს ყოველდღე ავიწყდება, სად დადო ტელევიზორის პულტი, სათვალე, საყურადღებოა. ან შესაძლოა, კალამი ხელში უჭირავს და მაინც ეძებს – ასეთ დროს ქრონიკულ სტრესზე ვსაუბრობთ, რომელიც შესაძლებელია, უფრო მძიმე ფორმაში, მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებში გადავიდეს. ამას ცალკე დამატებითი კვლევები სჭირდება. მეხსიერების პრობლემებს განგრძობადობა და ჩაღრმავება ახასიათებს. მაგალითად, გართულების ნაწილში შეიძლება, დღეს ადამიანმა არ იცოდეს, რა გააკეთა, გამორთო თუ არა ტექნიკა. ხოლო, ხვალ ისიც დაავიწყდეს, იმ მომენტში რა თქვა. ეს უკვე რთულ ფორმად ითვლება.

თერაპევტთან მისვლის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ცხოვრების პირობებში ხელი ეშლება. როდესაც ესა თუ ის ქცევა ნამდვილად აზიანებს და ძალიან დიდი ენერგიის ჩადება სჭირდება იმისათვის, რომ სხვადასხვა მომენტი გაიხსენოს. მიუხედავად განრიგისა, თუ ადამიანს დღის მანძილზე 2-ჯერ ან 3-ჯერ მაინც აქვს განცდა, რომ მეხსიერების ნაწილში რაღაც დაავიწყდა, არ არის კომფორტულად, უჭირს, სრულად იყოს ჩართული პროცესში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს თერაპევტები ერთვებიან. შეიძლება, მეხსიერების პრობლემა საერთოდ არ ჰქონდეს და აღნიშნულ ნიშნებს სტრესი განაპირობებდეს. ხშირ შემთხვევაში, მეხსიერების დაბინდვა, დავიწყება, სხვადასხვა მომენტის ამოვარდნა შეიძლება, ძლიერი სტრესის მკაფიო სიმპტომი იყოს. ეს სიმპტომები მეც, თერაპევტსა და ჩემს კლიენტებსაც მიანიშნებს, რომ რაღაც სასწრაფოდ შესაცვლელია. შესაძლოა, ცხოვრების ხარისხი შეიცვალოს, ძილიანობა გამოკეთდეს. ფეხით სიარული, ბუნებასთან მეტი კონტაქტი – ესეც დამხმარე მექანიზმია ხოლმე“

  ინსულტი უკვე აღარ არის მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება – ინსულტი ახალგაზრდებში — რატომ ხდება ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან

იხილეთ გადაცემა სრულად:

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი