პარასკევი, იანვარი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირეკომენდაციები რეინჯერებისგან — ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.

რეკომენდაციები რეინჯერებისგან — ლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, გაგიზიარებთ რეკომენდაციებს რეინჯერებისგანლაშქრობის დაგეგმვისა და დაცულ ტერიტორიებზე უსაფრთხო გადაადგილების შესახებ. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო  ავრცელებს.
რჩევა #1: დაგეგმე და მოემზადე წინასწარ
  • ველურ ბუნებაში მოგზაურობა დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც მოულოდნელობებითაა სავსე. იმისთვის, რომ ლაშქრობა პოზიტიური ემოციების მომტანი იყოს და არა სახიფათო გამოცდილება, წინასწარი მომზადება აუცილებელია.
რეინჯერის პირველი რეკომენდაცია ყოველთვის ერთია — ლაშქრობამდე აუცილებლად გაიარე კონსულტაცია ვიზიტორთა ცენტრში.
ვიზიტორთა სპეციალისტები დეტალურად გაგაცნობენ:
•მარშრუტის სირთულის დონესა და ხანგრძლივობას
•ბილიკზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და რეინჯერების საგუშაგოების ლოკაციებს
•უსაფრთხოების წესებსა და პარკის რეგულაციებს
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ — ტელეფონის ან სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მეშვეობით. მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება სწორად შეარჩიო შენთვის შესაფერისი მარშრუტი. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია PARKS.GE, რომელშიც გაეცნობით ინფორმაციას სასურველი მარშრუტის შესახებ.
გაითვალისწინე:
  • მთაში ამინდი სწრაფად იცვლება, ამიტომ შეამოწმე ამინდის პროგნოზი და გახსოვდეს — როდესაც ხეობაში მზიანი ამინდია, შესაძლოა მწვერვალზე ძლიერი ქარი ან ნისლი იყოს.
  • აუცილებლად შეატყობინე ოჯახის წევრს ან მეგობარს, სად მიდიხარ და როდის გეგმავ დაბრუნებას — ეს შენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა.
ლაშქრობისას თან იქონიე:
•პირველადი დახმარების აფთიაქი
•დამუხტული Powerbank და ფანარი
•საკმარისი რაოდენობის წყალი და საკვები
გახსოვდეს: მომზადებული მოგზაური ბუნების საუკეთესო მეგობარია.
  საახალწლო რიტუალები -სურვილების ჩაფიქრება არ დაგავიწყდეთ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი