ცნობილი ხდება, რომ დიზაინერი თეონა თავართქილაძე მეორე, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე კი მესამე შვილიშვილს ელოდებიან. ცნობილი ოჯახები ორი წლის წინ დანათესავდნენ. ნანა ლორთქიფანიძის შვილი, მსახიობი 39 წლის ქეთი წიქვაძე, ცოლად თეონას ვაჟს 31 წლის ნიკა არველაძეს გაჰყვა.
წყვილის დაოჯახებამ უხმაუროდ, ქორწილის გარეშე ჩაიარა. მხოლოდ ახლა, ნანა ლორთქიფანიძის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, რომ ლორთქიფანიძეები არველაძეებთან დანათესავდნენ. ამ თემაზე მსახიობმა ჟურნალ “სარკესთან“ ისაუბრა.
“მე პირველი ქორწინებიდან გავჩნდი. 11 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. ერთად არ ვცხოვრობდით, ბოლო წლები საქართველოშიც არ იყო. ურთიერთობა ბოლომდე გვქონდა, მაგრამ მაინც ფრაგმენტულად მახსოვს. თუმცა, ძალიან მიხარია და ვამაყობ, რომ მას ვგავარ. ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ჩემზე ბევრად ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა”. განაგრძეთ კითხვა