ორშაბათი, ივნისი 30, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირეალური ამბავი, რომელმაც მსოფლიოს სიყვარულისა და მეგობრობის ძალის შესახებ უამბო

რეალური ამბავი, რომელმაც მსოფლიოს სიყვარულისა და მეგობრობის ძალის შესახებ უამბო

ხანდახან ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რაც არ გვაქვს და გვავიწყდება ის, რაც გვაქვს, აქცენტს ვაკეთებთ ნაკლოვანებებსა და დაბრკოლებებზე, რომლებიც ხელს გვიშლის, გავხდეთ საკუთარი თავის იდეალური ვერსია. იმედგაცრუება, რომელსაც ვგრძნობთ იმის გამო, რომ რაღაცას ვერ ვაღწევთ, ბედნიერების განცდას გვიზღუდავს, თუმცა თუკი საკუთარი თავის მიღებას ვისწავლით, სხვებისგანაც მოვიპოვებთ აღიარებას. დღეს ფილიპე პოზო დი ბორგოსა და მისი დამხმარის, აბდელ სელუს რეალურ ისტორიაზე მოგითხობთ. მათმა მეგობრობამ გადალახა სოციალური განსხვავებები, შეცვალა ორივეს ცხოვრება და შთააგონა სხვა ადამიანები, რომ ამ ისტორიაზე ფილმი გადაეღოთ.

ფილიპ პოზო დი ბორგო ფრანგი გრაფი, ბიზნესმენი და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია. როგორც ჰერცოგის შვილი, იგი მდიდარ ოჯახში, ფუფუნებასა და კომფორტში გაიზარდა. ამან მას საშუალება მისცა, მიეღო კარგი განათლება, დაქორწინებულიყო და შესანიშნავი სამსახურიც ეპოვა: ის Moët & Chandon-ის მენეჯერი გახდა. თითქოს, მამაკაცს შესაშური მომავალი ელოდა. თუმცა, 1993 წელს პარაპლანით დაშვებისას სერიოზული ტრავმა მიიღო და ოთხივე კიდურის დამბლა აღენიშნებოდა. დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო. ასევე, ნერვიულობდა ცოლზე, რომელიც იმ დროს კიბოს ებრძოდა და ამის გამო, ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. “ეს აუტანელი იყო, რადგან ადრე ყველაფერს ვაკონტროლებდი, მაგრამ უცებ ყველაზე გავხდი დამოკიდებული. განსაკუთრებით კი, ჩემს ავადმყოფ ცოლზე.” – თქვა ფილიპმა.

სრულად

author avatar
Irina Datashvili
  როგორ ვითარდება ვაზისუბანი — თბილისური უბნის ახალი სიცოცხლე
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი