პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებირა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე - დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

რა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე – დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.

„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით – ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.

  ჯარიმა 5 000 ლარია - ნახეთ გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი