რა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე – დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.

„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, – British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.

ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით – ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე – დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო. 31 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ღირს-ბილეთები-თბილისი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi