პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება"ბინა, რომელიც მაჩუქეს, დასრულებული და გარემონტებულია... ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში" - თედო...

“ბინა, რომელიც მაჩუქეს, დასრულებული და გარემონტებულია… ხშირად ჩავალ ხოლმე ბაკურიანში” – თედო ბექაურის ცხოვრების მთავარი ადამიანები და პასუხი მათ, ვინც მისი გამარჯვება სხვაგვარად აღიქვა

ადამიანის ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება, ერთი დღე მთელ შენს ცხოვრებას განაპირობებს. ასე მოხდა ორბეთელი თედო ბექაურის შემთხვევაში, კლინიკაში მისული პატარა ბიჭით რეჟისორი გიორგი ოვაშვილი დაინტერესდა და ასე მოხვდა თედო ფილმში “გაღმა ნაპირი”; მერე იყო პაუზა მის ცხოვრებაში და როგორც თავად ამბობს, ბურუსით მოცული, არეულ-დარეული პერიოდი. ახლახან კი ფართო საზოგადოების წინაშე პროექტით “ცეკვავენ ვარსკვლავები” წარდგა. პირველივე ტურიდან გამოიკვეთა, როგორც ლიდერი და საბოლოოდ, პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

– თედო, “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამარჯვებას გილოცავ! შეგიძლია ის ემოცია გაიხსენო, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადების დროს გქონდა?

– ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. იმ წუთში საერთოდ გავითიშე, აღარაფერი მახსოვს; ემოციამ იმდენად წამიღო, აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.

– როგორი იქნებოდა ეს წუთი, როგორ შეხვდებოდი, ალბათ ოცნებაში არაერთხელ წარმოგედგინა.

– რა თქმა უნდა, მაგრამ რეალური ემოცია წარმოდგენილისგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მერე, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ვუყურე, მაშინაც კი ვინერვიულე.

– მოლოდინი რამდენად გქონდა?

– მოლოდინი მქონდა, იმედიც, აბა, ისე კონკურსში არ ჩავერთვებოდი.

– პროექტის დასაწყისში საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებდი, თუ პროექტის მიმდინარეობისას ახალი აღმოჩენები გააკეთე?

– კარგია, რომ ცეკვა ვისწავლე, მხოლოდ პლასტიკა და არტისტულობა არაფერს ნიშნავს; აღმოვაჩინე, რომ სირთულეების დაძლევა შემძლებია, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ვყოფილვარ, დიდ დატვირთვას გავუძელი და დავძლიე. ამდენს საკუთარი თავისგან არ ველოდი.

– წლების შემდეგ, როცა ამ პროექტს გაიხსენებ, კულმინაციური მომენტის გარდა, როგორ გგონია, კიდევ რით დაგამახსოვრდება?

– შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ამ პროექტის თითოეული ტური, ყველა ცეკვა მახსოვს, სულითა და გულით ვიყავი ჩართული, სულ დარბაზში ვიყავი, ამ ხნის განმავლობაში პროექტით ვცხოვრობდი.

– ჟიურის წევრებიდან, ყველაზე დიდი ინტერესით ვის შეფასებას ელოდი?

– ჟიურის ყველა წევრის შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გოჩა ჩერტკოევის აზრი გამორჩეულად მაინტერესებდა. მისგან ბევრი საქებარი სიტყვა მოვისმინე, შენიშვნებიც მივიღე. როცა შენიშვნას მაძლევდა, მერე იმდენს ვშრომობდი, თავს არ ვიზოგავდი, ოღონდ გამომესწორებინა. მას ეს ძალიან ახარებდა.

  ბარათი მის მფლობელებს სთავაზობს 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას ევროპის 40 ქვეყანაში - ხელმისაწვდომი გახდება ევროპული ახალგაზრდული ბარათი, ე.წ. შესაძლებლობების ქარდი, რომლის ექსკლუზიური ლიცენზიორი თბილისის მერიაა

– შენს წარმატებაში, შენი მეწყვილის – ანას წვლილი რამდენად დიდია?

– ანამ იცოდა ჩემი შესაძლებლობები, ჩემი ძლიერი მხარე და ცეკვებს ამ ყველაფრის გათვალისწინებით დგამდა. რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქორეოგრაფებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ ანას წვლილი ჩემს გამარჯვებაში მართლა უდიდესია. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.