სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებისაკითხავირა უხანგრძლივებს კაცებს სიცოცხლეს?

რა უხანგრძლივებს კაცებს სიცოცხლეს?

უმეტეს ჩვენგანს მიაჩნია, რომ რომანტიკული ურთიერთობები ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – კაცებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ეს სტერეოტიპული მიდგომა უკვე წლებია ჩამოყალიბდა. რომანტიკული ურთიერთობები ბევრად უფრო პოპულარული თემაა ქალთა ჟურნალებში, ვიდრე იმ პუბლიკაციებში, რომლებიც ძირითადად მამრობითი სქესის სამიზნე აუდიტორიისკენ არის მიმართული. და მაინც, ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა?

 

როგორ და რატომ აღმოჩნდნენ მამაკაცები მთავარი რომანტიკოსები?

 

გერმანიის, აშშ-ისა და ნიდერლანდების სამი უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა რთული ამოცანა დაისახა და გააანალიზა 50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევა, რომლებიც ჰეტეროსექსუალურ წყვილებში ურთიერთობებისა და გენდერული განსხვავებების სხვადასხვა აღქმას ეხებოდა. გერმანიის მხრიდან ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა. უფრო მეტიც, საერთაშორისო კვლევითი ჯგუფი მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალში Behavioral and Brain Sciences 2024 წლის დეკემბერში პირველად გამოქვეყნდა. ინფორმაცია ბერლინის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეც გამოჩნდა.

როგორც კვლევის მთავარი ავტორი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მეცნიერი, ირის ვარინგი აღნიშნავს, სრულიად ნათელია, რომ კაცები  სერიოზულ ურთიერთობაზე უფრო მეტად არიან ორიენტირებული. “გარდა ამისა, ეს ურთიერთობები უფრო დადებითად აისახება მამრობითი სქესის წარმომადგენელთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე, ვიდრე – მდედრობითის. კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი მეტად არის დამოკიდებული იმაზე, აქვთ თუ არა მათ სერიოზული ურთიერთობა”, – ხაზს უსვამს გერმანელი მეცნიერი.

 

მართალია თუ არა, რომ თანმიმდევრულობა კაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე – ქალებისთვის?

 

50-ზე მეტი სამეცნიერო კვლევის გაანალიზების შემდეგ, რომელთა უმეტესობაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კაცები გაცილებით ნაკლებად მიდიან განშორების გადაწყვეტილებამდე, რადგან პარტნიორული ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ისინი თავს მარტოდ გრძნობენ. შესაბამისად, კაცები დაშორებაში პოზიტივს უფრო იშვიათად ხედავენ, ვიდრე – ქალები.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა შეგროვებული მონაცემები ურთიერთობების სხვადასხვა ეტაპზე გენდერული შეფასების განსხვავებული მოდელების შესაქმნელად გამოიყენა. აღნიშნული მიდგომა ინოვაციურია აკადემიური საზოგადოებისთვის, – ხაზს უსვამენ მკვლევრები. მიუხედავად იმისა, მეცნიერთა განმარტებით, ურთიერთობის სტატუსსა და სიჯანსაღეს შორის კავშირი უკვე კარგად არის შესწავლილი. მთავარი დასკვნა, რომლამდეც მკვლევრები მივიდნენ არის ის, რომ გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობები, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია კაცებისთვის, ვიდრე – ქალებისთვის. თავიანთ თეორიულ მოდელში მეცნიერები სხვადასხვა არგუმენტსაც წარმოადგენენ. მათი გადმოსახედიდან, საკითხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახსნა ემოციური მოთხოვნილებების ფაქტორით არის შესაძლებელი. „სხვადასხვა კვლევიდან ვიცით, რომ ზოგადად, ქალები უფრო მეტ ემოციურ მხარდაჭერას იღებენ თავიანთი სოციალური გარემოცვიდან, ვიდრე – კაცები. შესაბამისად, ჰეტეროსექსუალი კაცები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი თავიანთ გრძელვადიან პარტნიორზე ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ვიდრე – ჰეტეროსექსუალი ქალები. რომ შევაჯამოთ, გრძელვადიანი ურთიერთობები მამრობითი სქესის წარმომადგენელთათვის ფსიქოლოგიურად ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე – მდედრობითი სქესისთვის“, – ამბობს ირის ვარინგი.

  დილის რუტინა- კორეული სახის მოვლის მეთოდები

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რამდენად დიდ გავლენას ახდენს მასზე მეგობრობა ან სხვადასხვა სახის ურთიერთობა. “სოციალური ნორმები ისეა აგებული, რომ ქალები უფრო მეტად უზიარებენ ემოციებს სხვებს და მხარს უჭერენ ერთმანეთს. ეს უფრო ხშირად ხდება ქალებში, ვიდრე – კაცებში”, – დარწმუნებულია გერმანელი მეცნიერი.

მისი კოლეგა ამსტერდამიდან, პოლ ვან ლანგი ამ ფენომენს იმით ხსნის, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში, გოგონებისთვის უფრო ადვილი და „მიზანშეწონილია“ ემოციების გამოხატვა და საკუთარი დაუცველობის ჩვენება. პარტნიორის გარეშე კაცებს ხშირად აკლიათ სოციალური კონტაქტი – ადამიანი, რომელთანაც გულწრფელი დიალოგი ექნებათ. ამას შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი შედეგები როგორც ჯანმრთელობის, ისე მორალური თვალსაზრისით. გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს მონაცემებს ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალურ წყვილებზე, – ხაზს უსვამენ მკვლევრები და ამასთანავე, ეს ინფორმაცია ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობას ეხება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.