შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმირა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა

რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა

ზაფხულში მადის დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სეზონზე ბავშვს შედარებით მსუბუქი კვება სჭირდება. ეს გულისხმობს მარცვლეულს, ხილს და ბოსტნეულს, ასევე კვერცხს, ფრინველს და თევზს, რაც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით და ფერმენტირებული რძის პროდუქტებით.

დაგაინტერესებთ: რომელი პროდუქტები იწვევს შებერილობას და როგორ ავიცილოთ თავიდან

უმჯობესია შეამციროთ მძიმე საკვები, როგორიცაა საქონლის ხორცი, პარკოსნები, კარაქი და არაჟანი ცხიმის მაღალი შემცველობით. ბავშვი დიდ ენერგიას ხარჯავს მათ გადამუშავებაზე, რამაც შეიძლება სხეულის ტემპერატურის მატებაც კი გამოიწვიოს. ბავშვის კერძები უნდა იყოს თბილი, სხეულის ტემპერატურასთან ახლოს, რაც ოპტიმალურად ითვლება საჭმლის მონელების პროცესებისთვის.

ხილი და ბოსტნეული

ზაფხულის თვეებში მიტამინებისა და მინერალების დღიური ნორმის მიღება სეზონური ხილიდან სავსებით შესაძლებელია. ისინი მდიდარია ვიტამინებით და სხვა ღირებული ნივთიერებებით და რაც მთავარია, კონსერვანტების გარეშე. ბოსტნეულისა და ხილის თერმული დამუშავების შემდეგ ვიტამინების გარკვეული ნაწილი ნადგურდება, ამიტომ ნედლ პროდუქტს მიანიჭეთ უპირატესობა. უმ ხილ-ბოსტნეულს ბავშვი თანდათან, 10-11 თვიდან მცირე ულუფებით მიაჩვიეთ. თან დაუკვირდით რეაქციებს..ფაქტია, რომ ნედლი პროდუქტის შეწოვა გარკვეულ ფერმენტებს მოითხოვს და ბავშვის პანკრეასი მათ დროულად და საჭირო რაოდენობით გამომუშავებას ვერ ახერხებს.

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

თუ ბავშვს არ აქვს საჭმლის მონელების პრობლემები, ბოსტნეულისა და ხილის დღიური ნაწილის ნახევარი შეიძლება უმად მიეცეს. მადის დაქვეითების შემთხვევაში ბავშვს ძირითადი კერძების წინ მცირე რაოდენობით უნდა შესთავაზოთ ხილი და ბოსტნეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროპორცია ექიმმა უნდა განსაზღვროს. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხილი და კენკრა ცარიელ კუჭს აღიზიანებს და შეიძლება ალერგიაც გამოიწვიოს, ამიტომ ალერგიის ან საჭმლის მომნელებელი პრობლემებისადმი მიდრეკილ ბავშვს ისინი დესერტად ან კვებათა შორის შუალედებში შესთავაზეთ.

უარი კვებაზე

ცხელ ამინდში ბავშვმა შეიძლება უარი თქვას ისეთ საკვებზეც, რომელსაც სხვა დროს სიამოვნებით მიირთმევდა. რა ხდება მადასთან დაკავშირებით და როგორ დავეხმარო?

  ალუჩა დამწიფებამდე და მწიფე – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ზაფხულში მადა ქვეითდება, რადგან თბილ სეზონზე ნაკლები კალორია გვჭირდება. არ არის საჭირო მისი ხელოვნურად სტიმულირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემები დაიწყოსა ან ჭარბი წონა დაგროვდეს. იმ პერიოდში, როდესაც სიცხე იმატებს ბავშვმა შეიძლება ყოველდღიური საკვების მხოლოდ 25% მიირთვას. ამ შემთხვევაში ადაპტაციას 3-4 დღე დასჭირდება. გარდამავალ ფაზაში მიზანშეწონილია ხორცის ფრინველის ხორცით, ხაჭოთი ან კეფირით შეცვლა, როგორც ჩვეულებრივი, ასევე ხილისა და ბოსტნეულის დანამატებით. ასევე შესაფერისია კენკრა და ხილი ან მარცვლეული.

წყარო:

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი