სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.
1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია).
1960-64 წლებში და 1968 წლიდან კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის, ხოლო 1964-68 წლებში – რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მიღებული ჰქონდა არაერთი საერთაშორისო პრემია და ჯილდო.
Sheni Network
სოფიკო ჭიაურელს 40-ზე მეტ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის – კოტე მახარაძის გვერდით.
ნახეთ, ეროვნულ არქივში დაცული სოფიკო ჭიაურელის ფოტოკოლექცია.
1937 წლის 21 მაისს დაიბადა არაჩვეულებრივი სოფიკო ჭიაურელი. (1937-2008).
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. დღეს ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღეა … [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d/
sheniekimi.ge/ambebi
