რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ინტერიერის ხასიათი ადამიანის განწყობაზე მოქმედებს.

ინტერიერის დიზაინს შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სწორ დიზაინს შეუძლია შექმნას მშვიდი გარემო, რომელიც ხელს უწყობს მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესაბას.

არასწორი დიზაინი, მეორე მხრივ, შეიძლება იყოს ქაოტური და სტრესული, რაც აუარესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას.

კარგი ინტერიერის დიზაინი ითვალისწინებს მაცხოვრებლების საჭიროებებს და ქმნის სივრცეს, რომელიც ერთდროულად ფუნქციონალურია და ესთეტიკურად სასიამოვნო. კარგად შემუშავებული სივრცე ადამიანს ეხმარება როგორც სტრესის შემცირებაში, ასევე დადებით ემოციებისა და კეთილდღეობის განცდის შექმნაში.

- Advertisement -
Ad imageAd image

ყოველდღიურად შესაძლებელია, არაერთი სახის სტრესს განვიცდიდეთ, რაც თავის მხრივ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და ხშირად ნეგატიური ემოციები იმდენად ილექება ჩვენში, რომ ჩვენს ხასიათზეც ახდენს გავლენას.

სკოლაში ხარ, უნივრსიტეტში, სამსახურში, თუ, უბრალოდ, მეგობრების წრეში გასართობად და  გარკვეული ფაქტორის გამო თავს ცუდად გრძნობ? ასეთ დროს, სავარაუდოდ, პირველი რაც გვინდა, სახლში დაბრუნებაა, იმ ადგილზე, სადაც თავს ყველაზე მშვიდად უნდა ვგრძნობდეთ.

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

გარეთ ყოფნის დროს, მოწყენისთანავე, რამდენჯერ გინატრია სახლში ყოფნა?

ეს სავსებით ნორმალურია, რადგან ადამიანისთვის სახლი იქ არის, სადაც თავს ყველაზე თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს. ასეთი სივრცეს კი ცდილობს  შეურჩიოს ისეთი დიზაინი,  რომლის დანახვისთანავე იმ ემოციას იგრძნობს, რაც ნებისმიერი განწყობის დროს დასჭირდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

დღესდღეობით, არაერთი ინტერიერის დიზაინერი ქმნის ისეთ ნამუშევრებს, რომელიც ადამიანს მენტალური ჯანმრთელობის ორ მთავარ პრობლემის: შფოთვისა და დეპრესიის შემცირებაში ეხმარება.

ერთ-ერთი და ამასთანავე უმთავრესია ნათელი ოთახების იდეა, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით, სივრცეს მეტ მოცულობას აძლევს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი ადამიანებს დადებითი ემოციებით მუხტავს.

აღსანიშნავია, ბუნების ელემენტების შემოტანა დიზაინში, რაც გარემოს სიმშვიდის ფაქტორადაც მოიაზრება.

ინტერიერს რომ შეუძლია გარკვეული ფსიქოგიური ეფექტების მოხდენა  მეცნიერულად დადასტურებულია. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კოლეჯის სტუდენტების სწავლის ხარისხზე მოქმედებდა მათი სასწავლო გარემოს ინტერიერის ფერები.

ფერები კი დიზაინის მთავარი გასაღებია, ინტერიერის ხასიათის შესაქმნელად.

წყარო

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე. 8 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-გავლენას-ახდენს-ინტერ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi