თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ41-კმ120 (ქსნის სატრანსპორტო კვანძი-ხაშური) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ120-კმ162 (ხაშური-ბორითი) მონაკვეთზე – დროებით აკრძალულია
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. 20 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თოვლისა-და-ზვავსაშიშროებ/
