შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარაჭაში გემო ფესტი ბრუნდება

რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება

რაჭაში გემო ფესტი ბრუნდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი 29–30 აგვისტოს, ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება.

გემო ფესტი პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ გემო ფესტში რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას.

გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე მოეწყობა კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. გემო ფესტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

  „ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გარდაცვლილ მეგობრებს გავაცოცხლებდი“ - დათუნა სირბილაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი