„მეხანძრე-მაშველებმა „ბორჯომის ვაგზლის“ ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან ხანძრის დროს პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს“-სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„ვაგზლის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, ამ ეტაპზე კი, მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს“, – განუცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს.

დახლოებით 14 ათას კვადრატულ მეტრზეა დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია. დამწვარია რამდენიმე მაღაზია.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე დილის 06:30 საათზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სასაწყობე ფართებია.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო, ტერიტორიაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

“112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები”, – განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „მეხანძრე-მაშველებმა „ბორჯომის ვაგზლის“ ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან ხანძრის დროს პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს“-სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსი. 30 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეხანძრე-მაშველებმა-ბო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi