სამშაბათი, მარტი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2...

„რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს“ – საგანგაშო პროგნოზი დემოგრაფისგან

რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს, – ამის შესახებ დემოგრაფმა ანზორ თოთაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია, აუცილებელია შობადობის წახალისება, რათა ერის დაბერების და შობადობის კლების პროცესი შეჩერდეს.

ცნობისთვის, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი პენსიონერია. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 9,8%-ით მოიმატა და მთლიანი მოსახლეობის 22,4%-ს გაუტოლდა. ამავე პერიოდში კი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა. ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 3 736 357 იყო, საიდანაც 838 097 პირი ასაკით პენსიონერია.

„უნდა შედგეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა და უნდა გაიწეროს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ შობადობის კლება შეჩერდეს და მერე ვიზრუნოთ შობადობის ზრდაზე. თუ ეს დროზე არ გავაკეთეთ, შემდეგ რამდენი დროც არ უნდა დავხარჯოთ, შეიძლება ეფექტი ამასაც აღარ ჰქონდეს და ეს პროცესი სასიკეთოდ ვეღარ შემოვაბრუნოთ. სამთავრობო სტრუქტურებში უნდა იყოს ეს რგოლი შექმნილი, ზოგიერთ ქვეყანაში ამისთვის სამინისტროც კი არის შექმნილი“,- ამბობს ანზორ თოთაძე.

მისი თქმით, სტატისტიკურად, თუ ერთ ოჯახზე, 2,1 ბავშვი მოდის ეს ნიშნავს, რომ ერის რაოდენობა იგივე რჩება, ხოლო 3 ბავშვის შემთხვევაში, ერის რიცხოვნობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება.

„აუცილებელია, შობადობის წახალისება. მაგალითად, გერმანიაში წაახალისეს ყოველი მესამე ბავშვი იმიტომ, რომ მესამე ბავშვი არის მოსახლეობის გამრავლების აუცილებელი ფაქტორი. როდესაც ორი ბავშვი იბადება, ამას ჰქვია, რომ „ანაზღაურდა“ მშობლები, დედა და მამა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ერი აღარ იქნება, თუ ყველა ოჯახი დაბადებს მხოლოდ 2 ბავშვს. იმიტომ, რომ სტატისტიკურად ასეა, 1 წლამდე ასაკის ბავშვების (ჩვილების) რაღაც რაოდენობა იღუპება, შესაბამისად, მხოლოდ მშობლების „ანაზღაურებაც“ ვერ ხდება. თუ 2,1 ბავშვი იბადება, რამდენიც არის ერი, იმდენივე რჩება, თუ მეტი იბადება, მხოლოდ მაშინ მიდის ერი ზრდაში. საშუალოდ, 3 ბავშვი თუ იბადება, ესე იგი მოსახლეობა შესანიშნავი მაჩვენებლით იზრდება. მრავალი შვილის საჭიროება არც არის, ადრე რომ იცოდნენ, 8-10-15 ბავშვს აჩენდნენ, ეს იმას კი არ ნიშნავდა, რომ გამრავლების მაჩვენებელი იყო მაღალი, ეს მშობიარობა იყო მაღალი, მაგრამ ცოცხალი რჩება ცოტა, რადგან მაშინ მედიცინა არ იყო ისე განვითარებული. დღეს სიკვდილიანობა ბავშვებში გაცილებით დაბალია.

ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა, ადრე 20-22-25 წლის ასაკში იყო დაქორწინების ასაკი, ახლა გაიზარდა და ავიდა 33 წლამდე. საშუალოდ, ქალი 33 წლის ასაკში ქორწინდება. გაიზარდა იმ ქალების რაოდენობაც, რომლებიც 35 -დან ზევით ასაკში აჩენენ შვილებს. შედეგად, ამ ათწლეულში ამ ასაკის ქალებმა რომ დაბადეს ვთქვათ, 40 000, შემდეგ 10-წლეულში დაბადებენ 62 ათასს“,- ამბობს ანზორ თოთაძე. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

რატომ უნდა დაგეგმოთ შემდეგი მოგზაურობა თესალონიკში

11 March, 2025
 თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა 

 თავბრუსხვევა და წონასწორობის დაკარგვა 

მარტი 11, 2025
ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

ინტერეიერის 6 ყველაზე მშვიდი ფერების კომბინაცია

მარტი 10, 2025
ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

ამბავი ასეთია – დაობებული ხაჭო გადასაყრელად დაენანათ, გასინჯეს და ახალ ხაჭოზე მეტად მოეწონათ

მარტი 11, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

10 საუკეთესო ჯანსაღი სნექი მუშაობის დროს

მარტი 11, 2025
სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

სახის ნიღაბი ჭორფლიანი კანისთვის – ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული რეცეპტები

მარტი 11, 2025
რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

რატომ არის მოგზაურობა კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

10 მარტი 2025
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Routes Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა

მარტი 11, 2025
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

მარტი 11, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი