სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარატომ უნდა დავლიოთ უზმოზე ერთი ჭიქა წყალი - სასარგებლო რჩევები

რატომ უნდა დავლიოთ უზმოზე ერთი ჭიქა წყალი – სასარგებლო რჩევები

წყალი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის მთავარ ელემენტს: ტვინის 90% სწორედ მისგან შედგება. ბევრი ადამიანი კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია დილით, უზმოზე წყლის დალევა. არადა ეს ასე მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისება, წარმოადგენს ორგანიზმის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებას.

გაწმენდა

უზმოზე დალეული წყალი – იდეალური საშუალებაა ორგანიზმის გაწმენდისთვის. თანამედროვე სამყაროში ადამიანს ტექნო-გარემოში უწევს ცხოვრება, სადაც ის გარშემორტყმულია ქიმიური ნივთიერებებით, გამოფრქვეული აირითა და სხვა მრავალი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებით, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ორგანიზმზე. ამიტომ, დილით, უზმოზე დალეული ერთი ჭიქა წყალი, წარმოადგენს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნისა და დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთ საუკეთესო და მარტივ საშუალებას.

შინაგანი ორგანოების გაწმენდის შემდეგ აქტიურდება მეტაბოლიზმი და უმჯობესდება ორგანიზმის მდგომარეობა. ასევე წყალი უნარჩუნებს ელასტიურობას ჩვენს კანს და დატენიანებულ კანზე ნაკლებად ჩნდება ნაოჭები.

ენერგიით დამუხტვა

დილაობით, უზმოზე წყლის დალევას თუ ჩვევად აქცევთ, აუცილებლად შეიგრძნობთ სიმსუბუქეს და კარგ განწყობას. თავიდან გაგიჭირდებათ შედეგის შემჩნევა, თუმცა ხანგრძლივი პერიოდით თუ განაგრძობთ წყლის მიღებას, აუცილებლად იგრძნობთ სხვაობას. გაგიქრებათ ძილიანობის გრძნობა, რომელიც ყველას თან სდევს გაღვიძებისას.

პროფილაქტიკა

წყალი – ძალიან კარგი დამხმარეა სხვადასხვა სახის დაავადებების მკურნალობისას. მისი წყალობით შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული ისეთ დაავადებები, როგორიცაა: შარდ-სასქესო ორგანოთა დაავადებები, ლეიკემია, კოლიტი, ყაბზობა, სტენოკარდია, ართრიტი, მენინგიტი და მრავალი სხვა.

ზრუნვა და კონტროლი

უზმოზე დალეული წყლის დახმარებით, ჩვენ ვზრუნავთ ლიმფურ და საჭმლის მომნელებელ სისტემებზეც, ხელს ვუწყობთ ორგანიზმიდან კორტიზოლის სტაბილურ გამოყოფას, რაც ზეგავლენას ახდენს მრავალ ბიოლოგიურ პროცესზე. ამის პარალელურად, ვიმყარებთ ორგანიზმის დამცავ სისტემას – იმუნიტეტს, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაზე.

ორგანიზმის განახლება

წყალი ასტიმულირებს სისხლის მატარებელი სისტემას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესის განახლებას. სწორედ სისხლი აჩქარებს მათ მიმდინარეობას და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების უჯრედებამდე მიტანის ერთ-ერთ საშუალებას. ამიტომ წყალი — იდეალური დამხმარეა ორგანიზმის აღდგენა-რეგენერაციის პროცესისთვის.

წონაში კლება

ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნის პროცესში, ადამიანი იწყებს გახდომას. წონის დაკლებაში ასევე დიდ როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. წყლის დახმარებით შესაძლებელია მეტაბოლიზმის დაჩქარება და შიმშილის გრძნობის დათრგუნვა, რისი წყალობითაც ადამიანს შეუძლია ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოს. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი