რუსთავში, სიკვდილს გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
„რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამთენიისას გამოძახება ლოზუნგით ტკივილი გულმკერდის არეში მიიღო.
ადგილზე მისულს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ხანშიშესული მამაკაცი ციანოზურ მდგომარეობაში დახვდა.
პაციენტს უჭირდა სუნთქვა. პარამედიკოს დავით ოთარაშვილის გადმოცემით პაციენტს ჩაუტარდა პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა.
ელექტრო კარდიოგრამის გადაღების პროცესში მოულოდნელად გულის გაჩერება განვითარდა.
ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად პულსი და სუნთქვა აღდგა.
სამედიცინო პერსონალმა უსწრაფესად დაიწყო პაციენტის ტრანსპორტირების პროცესი. კიბეზე ჩაყვანის დროს მამაკაცის გული კვლავ გაჩერდა. ბრიგადის წევრების მიერ ჩატარებული გულის არაპირდაპირი მასაჟით რითმი ისევ აღდგა.
კლინიკაში შეყვანისას მესამედ დაფიქსირდა გულის გაჩერება. სამედიცინო პერსონალმა კვლავაც წარმატებულად შეძლო გულის ამუშავება. მამაკაცი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით რუსთავის ერთ-ერთ სტაციონარში იქნა შეყვანილი.
გვეამაყება: პარამედიკოსი – დავით ოთარაშვილი, ექთანი თეა- წოწორია, მძღოლი- ოთარი გოგაშვილი“ – წერს გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რუსთავში, სიკვდილს გადაარჩინეს მამაკაცი, რომელსაც გული სამჯერ გაუჩერდა. 12 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსთავში-სიკვდილს-გადაა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Software QA Engineer/Intern (AI-Powered)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Automation Engineer (Cheminformatics)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Data steward

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T16:16:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi