რატომ უნდა გამოვხატოთ ბრაზი | რა ხდება, როდესაც ემოციებს ვთრგუნავთ
რატომ არის ადამიანისთვის აუცილებელი ბრაზის გამოხატვა – საუბრობს ენ ელ პი სპეციალისტი ფსიქოლოგი ზაზა ქოიავა
„ბრაზი არის ემოცია, რომელიც ნეგატიური სტიმულის შემდეგ გვინდა გამოვუშვათ. ბრაზი არ იჭმევა, ვერ გადამუშავდება. გამოუხატავი ემოცია ძირითადად ჩანს არაცნობიერში და იქიდან შესაძლოა, აბსოლუტურად მახინჯი ფორმით გამოვიდეს. თუ მე თქვენზე ვარ გაბრაზებული და ეს არ გამოვთქვი, შეიძლება, ზეგ სხვა საკითხზე ვიჩხუბო და სინამდვილეში შეიძლება სხვა რამეზე ვჩხუბობდე. გამოუხატავი ემოცია ჩვენში ქმნის უარყოფით ენერგოველს…“


