შალვა ერისთავის გმირობა. 1921 წელი – ავადსახსენებელი თებერვალი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

შალვა ერისთავის გმირობა

იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს.

პირველი ”წითელი” იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში.

ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ.

სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე ”მაქსიმისაკენ”. განაგრძე კითხვა

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შალვა ერისთავის გმირობა. 1921 წელი – ავადსახსენებელი თებერვალი. 24 თებერვალი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შალვა-ერისთავის-გმირობა-1921/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi