პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებირატომ ემართება ზოგიერთ მწეველს ფილტვის კიბო, ზოგს კი- არა

რატომ ემართება ზოგიერთ მწეველს ფილტვის კიბო, ზოგს კი- არა

იმ ადამიანებში, რომლებიც ეწევიან, მაგრამ ფილტვის კიბო არასოდეს ჰქონიათ, მკვლევრებმა აღმოაჩინეს თანდაყოლილი უპირატესობა. სავარაუდოდ, მათი ფილტვების საფარში არსებული უჯრედები დროთა განმავლობაში ნაკლებად განიცდიდნენ მუტაციას (მუტაცია – გენების მტკიცე ცვლილება, რომელიც ხორციელდება გარე ან შიდა გარემოს გავლენით).

ზოგიერთ ინდივიდში გაცილებით აქტიურია დნმ-ის აღმდგენი გენები, რაც შეიძლება მათ კიბოს წარმოქმნისგან იცავდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიგარეტს რეგულარულად ეწევიან.

მონაწილეთა ფილტვებიდან აღებული ზედაპირის უჯრედების სეკვენირება ინდივიდუალურად ჩაატარეს, რათა გაეზომათ მუტაციები მათ გენომებში.

მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ადამიანის ფილტვებში მუტაციები ასაკთან ერთად იზრდება და მწეველებში დნმ-ის დაზიანება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

თამბაქო ფილტვებში იწვევს უჯრედების მუტაციას, მაგრამ გარდაიქმნება თუ არა ეს მუტაციები სიმსივნედ, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად შეუძლია ორგანიზმს დნმ-ის აღდგენა ან დნმ-ის დაზიანების შემცირება.

გენები ერთადერთი ფაქტორი არ არის, რაც ინდივიდის კიბოს რისკზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, მაგალითად, კვების რაციონი და ცხოვრების წესი.

წყარო

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მარტოობის მარწუხებში – როგორ დავძლიოთ შინაგანი სიცარიელე ციფრულ სამყაროში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი