სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში”, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, დაკავებულია 1 პირი – ვაჟა სირაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ-ში”, ერთ-ერთ ნომერში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, შსს-მ 1 პირი ადგილზე დააკავა.

თბილისის პოლიციის დირექტორის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით, შსს-ს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. მოხდა ნომერში ღონისძიებების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.

როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს, სავარაუდოდ, გასროლის ხმა, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ინფორმაციას დავაზუსტებთ. დავაკავეთ 1 პირი, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას”. – განაცხადა სირაძემ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ-ში”, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, დაკავებულია 1 პირი – ვაჟა სირაძე. 25 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სასტუმრო-ჰოლიდეი-ინნ-ში/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi