ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებირატომ აღინიშნება შობა ორჯერ? რომელია „უფრო სწორი“ თარიღი: 25 დეკემბერი თუ 7...

რატომ აღინიშნება შობა ორჯერ? რომელია „უფრო სწორი“ თარიღი: 25 დეკემბერი თუ 7 იანვარი?

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ქრონოლოგიური სისტემა მზის გარშემო დედამიწის ციკლურ ბრუნს  ემყარება. ამ მზის კალენდარს გრიგორიანული ჰქვია. მას აღნიშნული სახელწოდება მიენიჭა რომის პაპის – გრიგოლ XIII-ის პატივსაცემად, რომლის ბრძანებულებითაც, ზემოთ ხსენებულმა კალენდარმა იულიუსის კალენდარი ჩაანაცვლა. თუმცა, ბევრმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, მათ შორის – საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, გრიგორიანული რეფორმა არ ცნო და დღემდე „ძველი სტილით“ ცხოვრობს. მაგალითად, შობა საქართველოში აღნიშნება არა 25 დეკემბერს, არამედ – 7 იანვარს. თუ რა განსხვავებაა „ძველ“ და „ახალ“ კალენდრებს შორის, Deutsche Welle-ს  სტატიიდან გაიგებთ.

რატომ ჩაანაცვლეს იულიუს კეისრის კალენდარი?

თანამედროვე კალენდარი სათავეს იღებს ძველი რომაული კალენდრიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 45 წლის 1 იანვარს იულიუს კეისარმა შემოიღო და მას გარკვეულ ქვეყნებში  “ძველ სტილს” უწოდებენ. იულიუსის კალენდარში წელი 1 იანვარს იწყებოდა. ის 365 დღესა და ექვს საათს მოიცავდა.

თუმცა მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ასტრონომებმა დაადგინეს, რომ მზის ანუ ტროპიკული წლის საშუალო ხანგრძლივობა (დროის პერიოდი, როდესაც მზე წელიწადის დროების ერთ ციკლს ასრულებს) 365, 2422 დღეს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტროპიკული წელი 11 წუთითა და 14 წამით ნაკლებია იულიუსის კალენდრის მიხედვით განსაზღვრულ ერთ წელზე. ამ შეუსაბამობამ განაპირობა ის, რომ იულიუსის კალენდარში ყოველ 128 წელიწადში ერთი ზედმეტი დღე რჩებოდა. მე-16 საუკუნისთვის კი ამ განსხვავებამ ათი დღე შეადგინა.

სწორედ ამიტომ,1582 წლის 4 ოქტომბერს, მთელ რიგ ქვეყანაში, სადაც კათოლიციზმი იყო აღიარებული, იულიუსის კალენდარი შეიცვალა უფრო ზუსტით – გრიგორიანულით, რომელიც რომის პაპის, გრიგოლ XIII-ის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. თანდათან მასზე გადაერთო მსოფლიოს თითქმის ყველა სხვა სახელმწიფო. საქართველოში გრიგორიანული კალენდარი 1918 წელს გააქტიურდა. ყველაზე ბოლოს იულიუსის კალენდარი თურქეთმა (1926) და ჩინეთმა (1949) შეცვალეს.

ახალი კალენდარული სისტემის სტრუქტურა

1582 წლის რეფორმა იმაში მდგომარეობდა, რომ ზედმეტი 10 დღე უბრალოდ ამოშალეს. შესაბამისად, ხუთშაბათის 4 ოქტომბრის მეორე დღეს დადგა პარასკევი, რომელიც 15 ოქტომბერი გახდა. ამასთანავე, დროის გამოთვლის სისტემა მზის გარშემო დედამიწის ციკლურ ბრუნვას შეუსაბამეს. წლის ხანგრძლივობად განისაზღვრა 365,2425 დღით, რაც 365 დღეს, 5 საათს, 48 წუთსა და 46 წამს მოიცავს. ამით საშუალო კალენდარული წელი მზის (ტროპიკული) წელს უფრო მიუახლოვდა.

  საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება

ამასთანავე, 1582 წლიდან დადგინდა ნაკიანი წელი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ, კალენდარში 29 თებერვლით გამოიხატება. თუმცა ნაკიანი წლების განაწილება ისეთია, რომ ტროპიკული წლის ხანგრძლივობასთან შეუსაბამობები ჯერ კიდევ გარდაუვალია. თუმცა ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოა: გამოთვლების შედეგების მიხედვით, 10 ათასი წლის განმავლობაში ეს განსხვავება მხოლოდ ერთი დღე იქნება.

დგება პერიოდები, როდესაც მზე „ჩერდება“. წელიწადში ორი მზებუდობაა: ზამთარში, როდესაც მზე ჰორიზონტის ყველაზე დაბალ წერტილშია და ზაფხულში, როდესაც მზე ჰორიზონტის უმაღლეს წერტილშია. შესაბამისად, სწორედ ამ დროს დგება წელიწადში ყველაზე მოკლე დღე (და ყველაზე გრძელი ღამე) და ყველაზე მოკლე ღამე (და ყველაზე გრძელი დღე). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობა დგება 21 და 22 დეკემბერს, ხოლო ზაფხულის –  21 და 22 ივნისს. სამხრეთ ნახევარსფეროში პირიქით არის: 21 და 22 დეკემბერს ზაფხულის, 21 და 22 ივნისს კი ზამთრის მზებუდობაა. თუმცა რადგან ოთხ წელიწადში ერთხელ არის ნაკიანი წელი, ეს თარიღები შეიძლება ოდნავ შეიცვალოს.

ძველით ახალი წელი

სხვათა შორის, ძველ დროში ზამთრის მზებუდობა განსაკუთრებულ მოვლენად ითვლებოდა. მაშინ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები მრავალი ტომი ყველაზე გრძელ ღამეს სიკვდილისა და ბნელი ძალების ბატონობის უმაღლეს წერტილად აღიქვამდა. როდესაც ზამთრის მზებუდობა სრულდებოდა და დღე ისევ მატებას იწყებდა,  ადამიანებში სიხარული და გართობა იწყებოდა: ისინი “ახალი მზის დაბადებას” ზეიმობდნენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამიტომ დაიწყეს პირველმა ქრისტიანებმა ამ პერიოდში ქრისტეშობის აღნიშვნა.

თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ მიიღო გრიგორიანული რეფორმა და შობას აღნიშნავს არა 25 დეკემბერს, არამედ – 7 იანვარს. ამ ფაქტის არგუმენტი კი მათთვის არის ის, რომ იულიუსის კალენდარი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით არის ნაკურთხი. ძველი კალენდარული სისტემის დამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ „ახალ სტილზე“ გადასვლის შემთხვევაში თუ პარალელურად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამოთვლის ტრადიციული სისტემაც შენარჩუნდება, ბევრი დაბნეულობა წარმოიქმნება და უფრო მეტიც, ლიტურგიკული წესების დარღვევაც გარდაუვალი იქნება.

  ვაკანსიების რაოდენობა იზრდება - რამდენი განაცხადი გამოქვეყნდა 1 თვეში?

თუმცა, იულიუსის კალენდრის მიხედვით ახალი წლის აღნიშვნა დიდი ხანია ტრადიციად იქცა როგორც მორწმუნეებისთვის, ისე – ათეისტებისთვის. ძველით ახალ წელს, რომელიც 13-14 იანვრის ღამეს დგება, აღნიშნავენ სერბეთში, მონტენეგროში, მაკედონიაში, შვეიცარიაში, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის – საქართველოში.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.