„ბილბორდმა“ 21-ე საუკუნის საუკეთესო საშობაო სიმღერები დაასახელა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

Billboard-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო საშობაო სიმღერები გამოავლინა. რეიტინგში 10 სადღესასწაულო ჩანაწერი მოხვდა.

საკულტო გამოცემამ პირველი ადგილი კელი კლარსკონის სიმღერას – Underneath the Tree მიანიჭა. ნამუშევარი მომღერლის პირველ საშობაო სტუდიურ ალბომში – Wrapped in Red შედის, რომლის რელიზი 2013 წელს შედგა.

მეორე ადგილზე არიანა გრანდეს Santa Tell Me დასახელდა. სიმღერა, რომლის გამოსვლიდან ნოემბერში 10 წელი გავიდა საშობაო კლასიკად იქცა და თანამედროვე საშობაო მუსიკაში, გრანდეს ადგილი განამტკიცა. კომპოზიცია მუსიკოსის სადებიუტო საშობაო მინი კრებულის – Christmas Kisses იაპონური გამოცემის ბონუს ტრეკია.

მესამე ადგილი წილად სიას ჰიტს – Snowman ხვდა. სინგლი შემსრულებლის პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – Everyday Is Christmas ნაწილია, რომელიც 2017 წლით თარიღდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

,,ბილბორის” მიხედვით, 21-ე საუკუნის საუკეთესო საშობაო სიმღერების ათეული ასეთია:

1. Underneath the Tree, Kelly Clarkson

2. Santa Tell Me, Ariana Grande

3. Snowman, Sia

4. Mistletoe, Justin Bieber

- Advertisement -
Ad imageAd image

5. Oh Santa!, Mariah Carey

6. Cold December Night, Michael Bublé

7. That’s Christmas to Me, Pentatonix

8. Christmas Tree Farm, Taylor Swift

9. You Deserve It All, John Legend

10. Winter Song, Ingrid Michaelson & Sara Bareilles.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ბილბორდმა“ 21-ე საუკუნის საუკეთესო საშობაო სიმღერები დაასახელა. 25 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბილბორდმა-21-ე-საუკუნის-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi