ხუთშაბათი, მაისი 28, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარატომ არ არის ასახული აბიტურიენტთა ცნობარში კონკრეტული ფასები და რატომ გადაიწია რეგისტრაციის...

რატომ არ არის ასახული აბიტურიენტთა ცნობარში კონკრეტული ფასები და რატომ გადაიწია რეგისტრაციის ვადებმა მარტიდან აპრილში.

განათლების მინისტრი: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის დაფარვის შემდეგ ეს ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის პრიორიტეტული აღარ იქნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის სრულად დაფინანსების შემდეგ აბიტურიენტებისთვის პროგრამების ღირებულების მითითება ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

გივი მიქანაძე ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა, რომლებიც აბიტურიენტთა ცნობარში პროგრამების ღირებულებისა და კრედიტების შესახებ ინფორმაციის არარსებობას, ასევე რეგისტრაციის ვადების აპრილში გადატანას ეხებოდა.

მინისტრის განმარტებით, აბიტურიენტთა ცნობარი პირველ რიგში საინფორმაციო გზამკვლევია, რომლის დანიშნულებაა მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში ყოველთვის აისახებოდა გამოცდებთან, რეგისტრაციასთან, პროგრამების არჩევასთან, შედეგებთან და აპელაციის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა დაფინანსების მეთოდოლოგია მასში არასოდეს შედიოდა.

გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის დაფარვის პირობებში სტუდენტებისთვის პროგრამების ფასების მითითება პრაქტიკულ მნიშვნელობას კარგავს, რადგან სწავლის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით კი, მისი თქმით, სწავლის საფასური კვლავ მითითებული დარჩება.

მინისტრს პარლამენტში ასევე ჰკითხეს, რატომ გადაიწია აბიტურიენტთა რეგისტრაციისა და ცნობარის გამოქვეყნების პროცესი მარტიდან აპრილში. მიქანაძის თქმით, მიუხედავად კრიტიკისა, ამ ცვლილებას აბიტურიენტების ინტერესებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.

მისივე განმარტებით, რეგისტრაციისა და საგამოცდო პროცესისთვის განსაზღვრული ვადები არ შემცირებულა და აბიტურიენტებს გამოცდებისთვის მოსამზადებლად და რეგისტრაციის გასავლელად საკმარისი დრო ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამავე ცვლილებების ფარგლებში უქმდება 2250-ლარიანი სასწავლო გრანტის სისტემა, რის გამოც კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო გრანტით ვეღარ ისარგებლებენ.

  „19 წლის წავედი სახლიდან.... იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება" - არჩილ სოლოღაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.