ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორები და პრევენციული ნაბიჯები – ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი – საყურადღებო ინფორმაცია ექიმისგან

1 წუთიანი წაკითხვა
ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორები და პრევენციული ნაბიჯები - ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი - საყურადღებო ინფორმაცია ექიმისგან

გადაცემაში „პირადი ექიმი“ ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს:

მისი თქმით, ტრადიციულად, შაქრიანი დიაბეტი ინსულტის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენს სისხლში შაქრის კონცენტრაციის მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აუცილებლად თვალი ვადევნოთ.

„ერთ-ერთი უმძლავრესი რისკის ფაქტორი არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ. ანუ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, ინსულტის, ისევე, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი გვაქვს. შესაბამისად, ამ დაავადებას უნდა ვებრძოლოთ. არტერიული წნევა მოვიწესრიგოთ და ეს მოგვცემს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ინსულტი და არა მხოლოდ ინსულტი, არამედ სხვა სისხლძარღვოვანი დაავადებებიც. გარდა არტერიული ჰიპერტენზიისა, გულის გარკვეული პათოლოგიები საყურადღებოა. განსაკუთრებით, გულის რითმის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოციმციმე არითმიაა. აღმოჩნდა, რომ მოციმციმე არითმიის შემთხვევაში, გულის გარკვეულ უბანში, უფრო ხშირად წინაგულში, თრომბი წარმოიქმნება, შესაძლოა თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვი დაიხშოს და იშემიური ინსულტი განვითარდეს“.

 

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორები და პრევენციული ნაბიჯები – ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი – საყურადღებო ინფორმაცია ექიმისგან. 7 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ინსულტის-განვითარების-ყვ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-28T03:41:40+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi