ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდირას გრძნობს ადამიანი, თუ ჯადო აქვს გაკეთებული და როგორ ინიღბებიან თანამედროვე ჯადოქრები

რას გრძნობს ადამიანი, თუ ჯადო აქვს გაკეთებული და როგორ ინიღბებიან თანამედროვე ჯადოქრები

რა არის სასიკვდილო ჯადო და რას გრძნობს ამ შემთხვევაში ადამიანი – ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ყურადღებით იყავით, შავი მაგები დღეს ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ შავბნელ საქმეებს. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რა ნიშნებით ამოიცნობთ მომაკვდინებელ ჯადოს არსებობას, როგორ მოქმედებს ის ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და რით შეიძლება მასთან გამკლავება. დღეს ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ელგუჯა უ.

– ბოლო დროს სასიკვდილო ჯადო ძალიან იშვიათია. დღეს უკვე შავი მაგები უარს ამბობენ უშუალოდ ვინმეს მოკვლაზე: არავის სურს სისხლში ხელის გასვრა და საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება. თან, ეშინიათ კიდეც… რადგან კარგად იციან, რომ, თუ მსხვერპლის თავდაცვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, სასიკვდილო ჯადო თავადვე დაუბრუნდებათ. ამიტომ, ამგვარ ჯადოს ისეთი მოვლენებით ნიღბავენ, როგორიცაა, მაგალითად: ყველა გზის გადაკეტვა და სასიცოცხლო ენერგიის წართმევა, ოჯახის ფესვებისგან მოწყვეტა, სხვადასხვა კატასტროფის გამოწვევა უბედური შემთხვევის სახით. ანდა, მთელ ცოდვას პირდაპირ მიცვალებულებსა და იმიერ სამყაროს ბნელ არსებებს აჰკიდებენ ხოლმე: თითქოს სწორედ ისინი მიათრევენ ადამიანს იქ, „სადაც ჯერ არს“, თავად ჯადოქარს კი, ამასთან საერთო არაფერი აქვს.

– რით ამართლებენ თავიანთ საქციელს?

– მოხერხებული თანამედროვე ჯადოქრები ყოველთვის პოულობენ საბაბს თავიანთი ქმედების გასამართლებლად. მათ ფორუმებზე წაიკითხავთ: თითქოს აღმზრდელობით საქმიანობას ეწევიან და გვაფრთხილებენ, რომ ადამიანი წარსულის ცოდვების ან ცხოვრების არასწორი წესის გამო ისჯება. სინამდვილეში, ყველა გზას უკეტავენ, რომ ადამიანმა საკუთარი ენერგია ვერ მოიხმაროს – საბაბით, რომ ეს მას არ სჭირდება, ენერგიას ჰპარავენ. მსხვერპლი კი ყველაფერს უიღბლობას აბრალებს. ფიქრობს, ისეთი სულელია, რომ არ იცის, როგორ იცხოვროს, სიცოცხლე მობეზრდა და სასოწარკვეთის ცოდვაში ჩავარდა. მაგრამ ყველაზე ხშირად ფარული სასიკვდილო ჯადო მაინც სასაფლაოზე კეთდება. შავი მაგიის მსახურთა მოწოდებით, საყვარელი ადამიანის ფოტო საფლავზე უნდა დატოვოთ და ზედ საკუთარი სისხლი დაასხათ. ასეთ შეგონებათა ერთ-ერთი ავტორი უფრო „გულღიაა“ და იმასაც გასწავლით, თუ როგორ კეთდება ეს გარდაცვლილის დახმარების შეწევნით. ხშირად ასეთ სასიყვარულო შელოცვებს, თან ჯადოსნურ ქმედებებათა მთელი სერია ახლავს. ჯერ არღვევენ ადამიანის ნებასა და თავდაცვის უნარს, სასიყვარულო ჯადოს რიტუალის შემდეგ კი, მას არჩევანი ეზღუდება პრინციპით: ან ასე, ან ისე… ანუ, ან მასთან ერთად იცხოვრებ, ან მოკვდები… სრულად

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ხვალ სწორედ ამ წითელ ხალიჩაზე გავივლი“ – თამო ვაშალომიძე ვენეციაში გადაღებულ, აქამდე უცნობ კადრებს გვიზიარებს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი