პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა„ყველაზე ხშირად სასიკვდილო ჯადო სასაფლაოზე კეთდება“ - რას გრძნობს ადამიანი, თუ ჯადო...

„ყველაზე ხშირად სასიკვდილო ჯადო სასაფლაოზე კეთდება“ – რას გრძნობს ადამიანი, თუ ჯადო აქვს გაკეთებული და როგორ ინიღბებიან თანამედროვე ჯადოქრები

რა არის სასიკვდილო ჯადო და რას გრძნობს ამ შემთხვევაში ადამიანი – ამას ინტერვიუდან შეიტყობთ. ყურადღებით იყავით, შავი მაგები დღეს ოსტატურად ნიღბავენ თავიანთ შავბნელ საქმეებს. ამიტომ, უნდა იცოდეთ, რა ნიშნებით ამოიცნობთ მომაკვდინებელ ჯადოს არსებობას, როგორ მოქმედებს ის ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე და რით შეიძლება მასთან გამკლავება. დღეს ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ბატონი ელგუჯა უ.

– ბოლო დროს სასიკვდილო ჯადო ძალიან იშვიათია. დღეს უკვე შავი მაგები უარს ამბობენ უშუალოდ ვინმეს მოკვლაზე: არავის სურს სისხლში ხელის გასვრა და საკუთარ თავზე ასეთი პასუხისმგებლობის აღება. თან, ეშინიათ კიდეც… რადგან კარგად იციან, რომ, თუ მსხვერპლის თავდაცვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, სასიკვდილო ჯადო თავადვე დაუბრუნდებათ. ამიტომ, ამგვარ ჯადოს ისეთი მოვლენებით ნიღბავენ, როგორიცაა, მაგალითად: ყველა გზის გადაკეტვა და სასიცოცხლო ენერგიის წართმევა, ოჯახის ფესვებისგან მოწყვეტა, სხვადასხვა კატასტროფის გამოწვევა უბედური შემთხვევის სახით. ანდა, მთელ ცოდვას პირდაპირ მიცვალებულებსა და იმიერ სამყაროს ბნელ არსებებს აჰკიდებენ ხოლმე: თითქოს სწორედ ისინი მიათრევენ ადამიანს იქ, „სადაც ჯერ არს“, თავად ჯადოქარს კი, ამასთან საერთო არაფერი აქვს.

– რით ამართლებენ თავიანთ საქციელს?

– მოხერხებული თანამედროვე ჯადოქრები ყოველთვის პოულობენ საბაბს თავიანთი ქმედების გასამართლებლად. მათ ფორუმებზე წაიკითხავთ: თითქოს აღმზრდელობით საქმიანობას ეწევიან და გვაფრთხილებენ, რომ ადამიანი წარსულის ცოდვების ან ცხოვრების არასწორი წესის გამო ისჯება. სინამდვილეში, ყველა გზას უკეტავენ, რომ ადამიანმა საკუთარი ენერგია ვერ მოიხმაროს – საბაბით, რომ ეს მას არ სჭირდება, ენერგიას ჰპარავენ. მსხვერპლი კი ყველაფერს უიღბლობას აბრალებს. ფიქრობს, ისეთი სულელია, რომ არ იცის, როგორ იცხოვროს, სიცოცხლე მობეზრდა და სასოწარკვეთის ცოდვაში ჩავარდა. მაგრამ ყველაზე ხშირად ფარული სასიკვდილო ჯადო მაინც სასაფლაოზე კეთდება. შავი მაგიის მსახურთა მოწოდებით, საყვარელი ადამიანის ფოტო საფლავზე უნდა დატოვოთ და ზედ საკუთარი სისხლი დაასხათ. ასეთ შეგონებათა ერთ-ერთი ავტორი უფრო „გულღიაა“ და იმასაც გასწავლით, თუ როგორ კეთდება ეს გარდაცვლილის დახმარების შეწევნით. ხშირად ასეთ სასიყვარულო შელოცვებს, თან ჯადოსნურ ქმედებებათა მთელი სერია ახლავს. ჯერ არღვევენ ადამიანის ნებასა და თავდაცვის უნარს, სასიყვარულო ჯადოს რიტუალის შემდეგ კი, მას არჩევანი ეზღუდება პრინციპით: ან ასე, ან ისე… ანუ, ან მასთან ერთად იცხოვრებ, ან მოკვდები.

  რატომ მიეწყობა ხოლმე ერთმანეთს უსიამოვნებები და როგორ დაადგენთ, რომ სახლი დაწყევლილია ან თავად ხართ გათვალული

– სასაცილოდ მეჩვენება…

– ასეც ნუ იტყვით. ძნელია თანამედროვე ადამიანს, ვინმესთან თანაცხოვრება აიძულო. ამიტომაც ირჩევენ შავი მაგიის გზას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის. თუმცა, სასიკვდილო ჯადო არ ნიშნავს, რომ მაშინვე მოკვდებით, თუმცა ცხოვრების სურვილს კი შეწყვეტთ. დეპრესია ხშირად სწორედ შავ მაგიასთან ასოცირდება. 10 წელზე მეტია, დეპრესიულ ადამიანებს ვეხმარები და მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სასაფლაოს სასიყვარულო ჯადოა, რის მოხსნისთანავე ადამიანი შვებას გრძნობს: ცხოვრების სურვილი და ხალისი უბრუნდება, დეპრესიის შემდგომი მკურნალობაც უფრო სწრაფი და მარტივია. თუმცა ჯადო მხოლოდ დეპრესიით არ ვლინდება, ჩნდება ასევე, სიცოცხლის გაუცნობიერებელი შიში, უარყოფა ყოველგვარი სიხარულისა და სიამოვნებისა, როცა ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული სოროში დამალვას ცდილობ. ამ ჯადოს უკავშირდება ასევე, უბედური შემთხვევები, ავარიები, ტრავმები, რაც თან ახლავს დეპრესიულ მდგომარეობას ან მისი წარმოქმნის იმპულსია. ასეთია პოსტსტრესული სინდრომი, როცა უბედური შემთხვევის შემდეგ, გადარჩენის სიხარულის ნაცვლად, ადამიანი პირიქით, ყველას გაურბის და თავის ნაჭუჭში იმალება. ახლობლებიც არწმუნებენ და თავადაც იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს. ცხოვრებამ მისთვის ფერადოვნება დაკარგა, ყველაფერი უინტერესო, უგემური და უაზროა…

– სასიკვდილო ჯადოს სხვა ნიშნებიც არსებობს?

– დიახ და ესენია: წონის უეცარი მატება ან კლება; დასუსტებული იმუნიტეტი, ნაწლავების პრობლემები; უძილობა, დაძინების გაძნელება, ხშირი გაღვიძება, უსიამოვნო შეგრძნება დღის განმავლობაში; მტვრევადი ფრჩხილები, თმა და ძვლები. შეიძლება მოტეხილობაც; უარი იმაზე, რაც ადრე მძაფრ ინტერესს იწვევდა, აპათია, სიზარმაცე, უღონობა, პანიკური შეტევები, ქოშინი, არითმია ჯანმრთელი გულის პირობებში; ალკოჰოლიზმი, სიმთვრალე, ნარკომანია; ქვეცნობიერი მისწრაფება სიკვდილისადმი – სიზმრები და საუბრები მიცვალებულებსა და სიკვდილზე, ხშირია, როცა ქუჩაში სიკვდილთან დაკავშირებულ სასიკვდილო ნიშნებს ხედავენ: თავის ქალას ნახატებს, დაკრძალვის გვირგვინებს, კატაფალკებს. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი არც იყოს: ზოგჯერ ადამიანის ენერგია აბსოლუტურად სუფთაა და მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით იგებს, რაც გაუკეთეს. ზემოთ ყველა ეს ნიშანი უკვე ჩამოვთვალე. მაგრამ დაიმახსოვრეთ: თუ აღმოჩნდა, რომ „მოგაჯადოვეს“ – არ ნიშნავს, რომ ამაში თქვენ ხართ დამნაშავე. ვამპირ ჯადოქრებს არ აინტერესებთ: დამნაშავე ხარ თუ არა, ცუდი ადამიანი ხარ თუ კარგი – ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შეუძლიათ. დაქირავებულ მკვლელებს ან მანიაკებს ჰგვანან. თუ ფიქრობთ, რომ ეს კარმული სასჯელია, ალბათ, ასეც არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დანებდეთ და მორჩილად მიჰყვეთ ჯადოქრის ნებას. გამაგრდით! ამ ყველაფრის მოხსნა და მკურნალობა შეიძლება. თუმცა თქვენც უნდა შეძლოთ პოზიტიური განწყობის შექმნა, სიხარულის, სინათლისა და სიცოცხლისკენ სწრაფვა. ივარჯიშეთ, გადით ბუნებაში, ჩაეხუტეთ ხეებს. ეს ყველაფერი მუშაობს, თავს მაშინვე უკეთ იგრძნობთ. მაგრამ, თუ მაგია იმავე მაგიური გზით არ მოიხსნა, შვება ხანმოკლე იქნება და ყველაფერი ისევ განახლდება. პროგრამა შეუვალია, სანამ არ გაანადგურებთ – საათის მექანიზმივით მუშაობს წრეზე. ამიტომ, მიმართეთ სპეციალისტს. წყარო

  დუბაის შოკოლადმა მსოფლიოში ფსტის დეფიციტი და გაძვირება გამოიწვია - რამდენით გაუძვირდა პროდუქტი საქართველოს?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.