რამდენი უქმე დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე? – ინფორმაცია მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
Embroidered red pins on a calendar event Planner calendar,clock to set timetable organize schedule,planning for business meeting or travel planning concept.

სასწავლო წლის დასრულებამდე საგაზაფხულო არდადეგების გარდა, რომელიც საჯარო სკოლებში საგაზაფხულო 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება, რამდენიმე უქმე დღესაც დაისვენებთ.

სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილია შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები:

3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისს არის. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რამდენი უქმე დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე? – ინფორმაცია მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს. 1 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რამდენი-უქმე-დღე-დარჩა-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi