MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ცნობისთვის, დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ანგარიშზეა 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
The sportster-ი წერს, რომ მერაბ დვალიშვილმა ნურმაგომედოვის დამარცხებით გარანტირებულად გამოიმუშავა 500 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარის ოდენობით. როგორც გამოცემა წერს, PPV-დან (pay-per-view, სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც მიღებული პროცენტული წილი) შემოსავლები, სავარაუდოდ, 1.4 მილიონი დოლარი იქნება. გამოდის რომ, ჯამურად დვალიშვილმა 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან დღევანდელი ბრძოლით გარანტირებულად გამოიმუშავა 400 ათასი დოლარი და მოგების ბონუსი 100 ათასი დოლარი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის დამარცხებით. 22 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რამდენი-გამოიმუშავა-მერა/
