„ისტორიული ევრო შოკი” – რას წერს საერთაშორისო მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე საერთაშორისო მედია წერს. BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველომ EURO 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით ისტორია დაწერა.

CNN ასევე წერს საქართველოს სენსაციურ მოგებაზე, რის შედეგადაც მერვედფინალში ადგილი დავიკავეთ.

ბრიტანული Sky News ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთებზე გატანილ გოლსა და გიორგი მიქაუტაძის შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე წერს.

“ისტორიული ევრო შოკი” – წერია სტატიის სათაურში, რითაც Reuters-ი საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლას გამოეხმაურა.

- Advertisement -
Ad imageAd image

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით – გიორგი მიქაუტაძემ.

rustavi2

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ისტორიული ევრო შოკი” – რას წერს საერთაშორისო მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებაზე. 27 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ისტორიული-ევრო-შოკი-რას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi