შაბათი, იანვარი 11, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 25 აპრილს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 25 აპრილს

ევროპარლამენტმა დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

თუმცა, რა ჩანაწერებით მოხდა რეზოლუციის საბოლოოდ მიღება, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ევროპარლამენტს ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

****

საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესრულდება და განორციელდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი და ახლა საქართველო ისე ახლოსაა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.

*****

საქართველოს ეროვნული ბანკი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება.

აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

****

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ახალი რედაქციასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს კომპანიებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

კანონის ახალი რედაქცია კომპანიებს ავალდებულებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის დამატებას, რომლის პრაქტიკული განხორციელება სავალდებულოა 2024 წლის 1 ივნისიდან.

****

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე,გუშინ ლაზარე გრიგორიადისი მივიდა, რომელმაც საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების შედეგად დატოვა.

მისი თქმით, დღეიდან ის საპროტესტო აქციებს შეუერთდება.

აქციას ახალგაზრდები 25 აპრილს 19:00 საათზე კვლავ გამართავენ.

****

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების, მათ შორის ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხეს, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი იარაჯული განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია.”-   აცხადებს მთავარეპისკოპოსი.

****

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების სარდალი ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

****

აზიის განვითარების ბანკმა 2023 წელს საკუთარი რესურსებიდან $23.6 მილიარდი დოლარი გამოყო, მათ შორის $9.8 მილიარდი კლიმატის დასაფინანსებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად. ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

აღნიშნული ციფრები მოყვანილია დღეს გამოქვეყნებულ აზიის განვითარების ბანკის  2023 წლის წლიურ ანგარიშში. ანგარიში აჯამებს აზიის განვითარების ბანკის  მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას სხვა გამოწვევებთან ერთად კლიმატის გაუარესებული კრიზისის, კონფლიქტების ზემოქმედების, სურსათით უზრუნველყოფის არასტაბილურობისა და სავალო ვალდებულებების წნეხის დასაძლევად.

****

ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 2024 წელს, დაახლოებით, 23.2 მლნ ევროს მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა. ლესლი ბეარმან ლამმა.

****

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, სასკოლო სივრცეში მშვიდობის განათლების ინტეგრირების პერსპექტივები და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს.

****

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9-კაციანი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომისიამ 24 აპრილს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა. კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს.

****

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, მიწოდება უახლოეს საათებში დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.

95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, მოიცავს 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის, 8 მილიარდ დოლარს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.

პაკეტი ასევე მოიცავს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა გამოიწვიოს.

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 აპრილს

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

როგორ გავატაროთ 4 დღე აბუ-დაბიში

10 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი