ორშაბათი, აპრილი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 21 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 21 მაისს

იუსტიციის სამინისტროს  „აღსრულების ეროვნული ბიურო“ აღმასრულებელთა ევროპულ კავშირში ამ ეტაპისთვის დამკვირვებლის სტატუსით იქნება წარდგენილი, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საერთაშორისო ასოციაციის წევრობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში.

****

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ წინსვლა ფიქსირდება.

„ყოველთვის არის წინსვლა, წინგადადგმული ნაბიჯები და ახლაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, აწარმოოს თავისი საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2023 წლის განმავლობაში შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ჯამში, 3765 ინსპექტირება განხორციელდა.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი, განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1636 ობიექტი, განხორციელებული ინსპექტირებები კი 81 904 -მდე დასაქმებულ პირს შეეხო.

****

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ოფიციალური მიღების ფარგლებში ლანკასტერის სასახლეში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის განათლების დეპარტამენტის მუდმივმოქმედ მდივან სიუზან აკლანდ-ჰუდთან.

მხარეებმა ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს. კვლევის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ საქართველოს მხრიდან   საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების შემოსვლის დიდი მზაობა და შესაძლებლობაა.

ევროკავშირის საბჭო რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 2.5-3 მილიარდი ევრო იქნება. მოსალოდნელი შემოსავლის 90%  სამხედრო მიზნებს უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, ხოლო მოსალოდნელი შემოსავლიდან 10% კი უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
  გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
მსგავსი პოსტები
იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

იბიცის განსხვავებული მხარე: ევროპის ხმაურიანი კუნძულის მშვიდი არეალი

6 April, 2025
პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი

აპრილი 6, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება

აპრილი 4, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

სად გავისეირნოთ, ბავშვებთან ერთად თბილისში?

აპრილი 3, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

როგორ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული რათა დარჩეს სუფთა და გემრიელი?

აპრილი 4, 2025
როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

როგორ დავთრგუნოთ შიმშილი? – როცა წონის დაკლება გინდათ

აპრილი 4, 2025
საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

საუკეთესო ქართული ემიგრანტული ჯგუფები და ფორუმები

3 აპრილი 2025
ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი თბილისში — ბილეთების გაყიდვა იწყება

აპრილი 4, 2025
როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

როგორია ვალუტის კურსი დღეს — დოლარი, ევრო, გირვანქა სტერლინგი, ლირა და სხვა ვალუტები

აპრილი 4, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი