პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიჟურნალი Belle About Town ქართული გასტრონომიის შესახებ წერს - „აღმოაჩინეთ საქართველო კერძებით“

ჟურნალი Belle About Town ქართული გასტრონომიის შესახებ წერს – „აღმოაჩინეთ საქართველო კერძებით“

ბრიტანული სამოგზაურო, კულტურისა და კულინარიის ჟურნალი Belle About Town საქართველოს კულინარიული პოტენციალის შესახებ წერს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემის მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი ლონდონში National Geographic Traveller Food Festival-ზე საქართველოს კუთხეს ესტუმრა და მკითხველს ქართული კერძები და ღვინო გააცნო.

„Geographic Traveller Food Festiva-ზე. ფესტივალს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  წამყვანი ქართველი შეფები და სომელიეები შეუერთდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ფესტივალზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ და ღვინის მასტერკლასებში. მოეწყო დეგუსტაცია და დისკუსია ქართული კერძების შესახებ. სტუმრებმა აღმოაჩინეს ქართული მევენახეობის 8 ათასწლოვანი ისტორია. სომელიე ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს გააცნო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დაყენებული ღვინო“, – წერს მოგზაური ჟურნალისტი გილ მარტინი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს პირველად, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller-ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია გაიმართა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

  2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი