2024 წლის მეორე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ თითქმის 600 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა დაფიქსირდა.

გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.6%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან, საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.5%-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 34.0%, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 229.0 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი.

- Advertisement -
Ad imageAd image

2024 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 4.3%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.1%-ს წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 594.3 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და 1 057.2 ლარი შეადგინა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). 2024 წლის მეორე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ თითქმის 600 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი. 9 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/2024-წლის-მეორე-კვარტალში-ქარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi