ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საარჩევნო რბოლიდან ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. როგორც სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ამის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა კევინ მუნოსმა განაცხადა.

მედიასაშუალება წერს, რომ ეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორივე პარტიის მიერ 24 საათის განმავლობაში მიღებული შემოწირულობების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ჰარისის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ აშშ-ის ისტორიაში ერთ დღეში შეგროვებული ყველაზე დიდი თანხაა.

„ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის მხარდაჭერის ისტორიული ნაკადი აჩვენებს სწორედ იმ ენერგიასა და ენთუზიაზმს, რომელიც იმარჯვებს არჩევნებში“, – განაცხადა მუნოსმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა და მხარდაჭერა კამალა ჰარისს გამოუცხადა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათში კამალა ჰარისმა 81 მილიონი დოლარის ოდენობის შემოწირულობა მოაგროვა. 23 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯო-ბაიდენის-კანდიდატურის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi