ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი – ტრამპი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი „არ არის ანგელოზი“ და მას არ უნდა დაეშვა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იცით, ის ანგელოზი არ არის. მას არასოდეს უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებული შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ მოხდებოდა.

„ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმება მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი – ტრამპი. 24 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზელენსკი-არ-არის-ანგელოზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi