პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე – აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი – დონალდ ტრამპი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს, ხელს მოაწერს განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით.

“პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ეს ტრანსგენდერული სიგიჟე. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან”, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა.

ტრამპი ასევე გეგმავს, ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობა აკრძალოს.

“არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი”, – ამბობს შტატების არჩეული პრეზიდენტი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ვაპირებთ, შევაჩეროთ ტრანსგენდერული სიგიჟე – აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამრობითი და მდედრობითი – დონალდ ტრამპი. 23 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პრეზიდენტობის-პირველივე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi