ჩრდილოეთ მაკედონიაში 7-დღიანი ეროვნული გლოვაა ღამის კლუბში მომხდარი ტრაგედიის გამო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩრდილოეთ მაკედონიაში პოლიციამ 10 ეჭვმიტანილი დააკავა ქალაქ კოჩანის ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის გამო, რომელსაც 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა კლუბის მფლობელი. BBC პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ დააკავა ღამის კლუბისთვის ლიცენზიის გამცემი ჩინოვნიკებიც.

კლუბში, სადაც ადგილობრივი პოპულარული ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა, ხანძარი 16 მარტს, ადგილობრივი დროით ღამის სამის ნახევრისთვის გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძარი პიროტექნიკის სროლამ გამოიწვია.

17 მარტის დილის მონაცემებით, დაიღუპა 59 და დაშავდა 155 ადამიანი. დაღუპულთა უმრავლესობა 18-20 წლის იყო. დაშავებულთაგან 18-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჩრდილოეთ მაკედონიაში 7-დღიანი ეროვნული გლოვაა ღამის კლუბში მომხდარი ტრაგედიის გამო. 17 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩრდილოეთ-მაკედონიაში-7-დღ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi