შაბათი, ნოემბერი 30, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedპორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწ­ვიოს მუ­ცლის გადიდება, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ცნო­ბიერების დაბინდვა, ში­ნაგანი...

პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწ­ვიოს მუ­ცლის გადიდება, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ცნო­ბიერების დაბინდვა, ში­ნაგანი სი­ს­ხლდენა

პორტული ჰიპერტენზია
პორტული ჰიპერტენზია არის წნევის მომა­ტე­ბა პორტული ვენის (კარის ვენის) ტოტებში. კა­რის ვენა დიდი ზომის ვენაა, რომელშიც სისხლი ნაწლავებიდან ღვიძლისკენ მიედინება.
დასავლეთის ქვეყნებში ციროზი პორტული ჰი­პერ­ტენზიის ყველაზე ხშირი მიზეზია;
პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწ­ვიოს მუ­ცლის გადიდება, უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ცნო­ბიერების დაბინდვა, ში­ნაგანი სი­ს­ხლდენა;
დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და ფიზი­­კუ­რი გამოკვლევის შედეგებს, ზოგჯერ – ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფიის მონაცემებს;
მედიკამენტების გამოყენებით შეიძლება წნე­ვის შემცირება პორტულ ვენაში, მაგრამ თუ ში­ნაგანი სისხლ­დენა დაიწყო, მისი მკურნა­ლო­ბის გადაუდებლად დაწყებაა საჭირო.
პორტულ ვენაში ჩაედინება სისხლი ნაწ­ლა­ვე­ბი­დან, ელენთიდან, პანკრეასიდან და ნაღვლის ბუშტიდან. ღვი­ძლში ვენა იყოფა მარჯვენა და მარცხენა ტოტებად, შემ­დეგ ორივე ტოტი იყოფა მცირე ზომის სისხლმილებად, რომლებიც გადიან მთელ ღვიძლში. სისხლი ღვიძლიდან ღვიძლის ვენის მეშვეობით ჩაედინება ძირითად (სისტემურ ანუ მთელი სხეულის) ცირკულაცი­აში.
პორტულ სისხლძარღვებში წნევა შეიძლება გა­­ზა­რ­დოს ორმა ფაქტორმა. ესენია:
სისხლის მომატებული მოცულობა, რომელიც მი­ე­დი­ნება სისხლძარღვებში;
სისხლის ნაკადის დინებისადმი ღვიძლის მო­მა­ტე­ბუ­ლი რეზისტენტობა.
დასავლეთის ქვეყნებში პორტული ჰიპერტენზიის გა­მომწვევი მთავარი მიზეზია ციროზის გამო განვითარებული ნაწიბურებით გამოწვეული რეზისტენტობა სისხლის ნაკადის დინების მიმართ. ციროზის გამომწვევი მიზეზი კი ალკოჰოლის ქრონიკული, ჭარბი რაოდენობით მიღებაა.
პორტული ჰიპერტენზია იწვევს ახალი ვენე­ბის (კოლატერალური სისხლძარღვები) განვითარებას. ისინი პირდაპირ, ღვიძლის გვერდის ავ­­ლით, აკავ­­­შირებენ პო­რ­ტულ სისხლძარღვებს სის­ტე­მურ ცირ­­­­­კუ­ლა­ცი­ას­თან. შუნტის გამო ნივ­თი­­ე­რე­­ბ­ე­ბი (რო­­­­­გო­­რი­ცაა ტოქ­სი­ნები), რომლე­ბიც ჩვე­ულე­ბ­რივ ორ­­­­გა­­­ნიზ­მი­დან ღვი­ძ­­ლის მე­­შ­­­­­ვე­­­ო­ბით გა­­მო­­ი­ყო­ფა, ხვდე­­ბი­ან სის­ხლის მი­­მო­­­ქ­­­­­ც­ე­­­ვის სის­ტემაში. კოლატე­რა­ლური სისხლ­ძა­რ­­­­ღვები ჩნდება სპეციფიკურ ადგილებში. ყველა­­ზე მნიშ­ვნე­ლოვანი კოლატერალები მდე­ბა­­რ­ე­ობს საყლაპავის ქვედა და კუჭის ზედა მო­ნაკ­ვე­თებში. სისხლძარღვები გადავსებულია სი­ს­­ხლით, გაწელილი და დაკლაკნილია; ისინი ვა­რი­­კო­­ზულ ვე­ნე­ბად იწოდება – საყლაპავის ვარი­კო­ზული ვენები (საყლაპავის ვარიკოზები) და კუჭის ვარიკოზული ვენები (კუჭის ვარიკოზები). ვარიკოზული ვენების კედელი მყიფეა, ადვილად სისხლმდენი, რის გამოც ზოგჯერ სერიოზუ­ლი სისხლდენა იწყება, რომელიც ხანდახან ლეტა­ლუ­რად სრულდება. სხვა კოლატერალური სის­ხლ­­ძარ­ღვე­ბი შე­ი­ძ­ლება გაჩ­ნდეს მუცლის კე­დე­ლ­­­სა და სწორ ნაწლავზე.
პორტული ჰიპერტენზია ხშირად ელენთის გადიდე­ბას იწვევს, რადგან წნევა ხელს უშლის სისხლის დინე­ბას ელენთიდან პორტულ სისხლ­ძარღვებში. წნევის მო­­მატებამ პორტულ სისხლძარღვებში შეიძლება გამო­იწ­ვიოს ცილების შე­მ­ცველი (ასციტური) სითხის ღვიძლის ზედაპირიდან და ნაწლავებიდან მუცლის ღრუში გაჟონვა. ამ მდგომარეობას ასციტი ეწოდება.
სიმპტომები და დიაგნოზი
პორტული ჰიპერტენზიის დროს სიმპტომები არ არის, მაგრამ ჰიპერტენზიის შედეგები, სახელ­დობრ, ასციტური სითხის დიდი რაოდენობით და­გ­როვება, თვალსაჩინოა ხოლმე. გამოხა­ტულია მუც­ლის შეშუპება, მუცელი ძალიან შებერილია, კედ­ლები დაჭიმულია. მტკივნეულობა არ აღინიშნება. გადიდებულმა ელენთამ შეიძლება გამოიწვიოს დის­კომფორტის გაურ­კვეველი შეგრძნება მუცლის მარცხენა ზედა ნა­წილში. საყლაპავისა და კუჭის ვარიკოზები სისხლდენისკენ არიან მიდრეკილი. სისხლდენა ზოგჯერ შეიძლება მასიური იქნეს. სისხლდენა სწორი ნაწლავის ვარიკოზული ვენებიდან ბევრად უფრო იშვიათია.
თუ ის ნივთიერებები, რომლებიც ნორმაში ღვიძლის გავლით გამოიყოფიან ორგანიზმიდან, ხვდებიან სისტემურ ცირკულაციაში და ტვინს აღწევენ, შესაძლებელია გონების დაბინდვა ან ძილიანობა (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია). კო­ლატერალური სისხლძარღვები შეიძლება გაჩ­ნდეს მუცლის წინა კედლის კანზე ან სწორი ნაწლავის ირგვლივ. იმის გამო, რომ პორტულ ჰიპერტენზიასთან ერთად, ჩვეულებრივ, ღვიძლის მკვეთრად გამოხატული დისფუნქცია აღინიშნება, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები, მათ შორის სისხლდენისკენ მიდრეკილება.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ამოცნობა შე­საძ­ლებელია სიმპტომებისა და ფიზიკური გა­მო­კ­ვლევის შე­დე­გების გათვალისწინებით. მუცლის პალ­პაციის დროს ისინჯება გადიდებული ელენთა. მუცლის ღრუში სი­თ­ხ­ის არსებობას ადასტურებს მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა, ყრუ ხმიანობა მუცლის წინა კედელზე დაკაკუნებისას (პერკუ­სია). ულტრაბგერა გამოიყენება პორტულ ვენასა და ახლომდებარე სისხლძარღვებში სი­ს­ხლის მიმოქცევის შესასწავლად და მუცლის ღრუში სი­თხის აღმოსაჩენად. შესაძლებელია ულტრაბგერის ან კო­მ­­პი­უტერული ტომოგრაფიის გამოყენება კო­­ლა­­ტე­­­რალური სისხლძარღვების გამოსავლენად და გა­­­მო­­­საკვლევად. იშვიათად კისერზე გაკეთებული გა­ნა­კვეთიდან კათეტერი შეჰყავთ სისხლძარღვების გავ­ლით ღვიძლში ან ელენთაში კარის ვენის სისხლ­ძარ­ღვებში წნევის გასაზომად (მანომეტრია).
მკურნალობა
საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენის რი­სკის შესამცირებლად ექიმმა შეიძლება სცადოს პორტულ ვენაში წნევის დაქვეითება. ერთ-ერთი გზაა პაციენტისთვის წამლების – პროპრანოლოლისა და ნადოლოლის – დანიშვნა.
 საყლაპავის ვარიკოზებიდან სისხლდენა კრი­­ტიკული მდგომარეობაა. წამლები, როგორიცაა ვაზოპრესინი ან ოქტრეოტიდი ინტრავენურად შეჰყავთ სისხლმდენი სი­სხ­ლ­ძარღვების შე­­სა­­ვიწროებლად. დაკარგული სისხლის ჩასა­ნაც­ვლებლად მიმართავენ სისხლის გადასხმას.
ჩვეულებრივ, ვარიკოზებიდან სისხლდენის და­სა­დას­ტურებლად ტარდება ენდოსკოპიური გამოკვლევა. ამის შემდეგ შესაძლებელია სისხლმდენი ვენის ბლოკირება რეზინის ზონრით ან ქიმიური ნივთიერების შეყვანით ენდოსკოპის მეშვეობით.
თუ სისხლდენა გრძელდება ან მეორდება, ტა­რ­დება ქირურგიული პროცედურა შემოვლითი ანასტომოზის (ე.წ. შუნტი) შესაქმნელად, რომელიც დააკავშირებს პო­რ­ტულ სისტემას ცენტრალურ ვენურ სისტემასთან. შემოვლითი ანასტომოზი ამცირებს წნევას პორტულ ვენაში, რა­დგან ცენტრალურ ვენურ სისტემაში წნევა ბევრად უფრო დაბალია.
არსებობს ზემოხსენებული შუნტის შექმნის სხვა­და­სხვა მეთოდი. ერთ-ერთია ე.წ. ტრანსიუ­გუ­ლა­რ­ული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუ­ნ­­ტი; რენტგენის კონტროლით ნემსი შეჰყავთ ღვიძლში, რომ შეიქ­მნას პორტული ვენისა და ღვიძლის ერთ-ერთი ვენის და­მა­კავ­შირებელი შუნტი. შუნტირების პროცედურები, ჩვეულებ­რივ, შედეგიანია სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ მათ გარკვეული რისკიც ახლავს, როგორიცაა, მაგალითად, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია. ტრანსიუგულარული ინტრაჰეპა­ტური პორ­ტოსისტემური შუნტირება სხვა მეთოდებზე უსაფრთხოა. ზოგჯერ საჭირო ხდება მისი განმეორებით ჩატარება, ვინაიდან შუნტი ვიწროვდება ხოლმე.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ნოემბერი 29, 2024
ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ნოემბერი 29, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

ნოემბერი 29, 2024
შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

ნოემბერი 29, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი პარიზში

როგორ აღინიშნება ახალი წელი პარიზში

29 ნოემბერი 2024
ისანი – ისტორიული უბანი თბილისში

ისანი – ისტორიული უბანი თბილისში

ნოემბერი 29, 2024
პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

ნოემბერი 29, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი