პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება – ირაკლი არაბულის რჩევები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს, რომ პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.

„პომიდვრის გემო დამოკიდებულია მის სიმწიფეზე და მისი სიმწიფის პერიოდზე. მაცივარში შენახვისას დაბალი ტემპერატურა პომიდორს უშლის ხელს, რომ დამწიფდეს ბოლომდე, ამიტომ პომიდორი უნდა შევინახოთ მაცივრის გარეშე, ისეთ ადგილას სადაც პომიდორი განაგრძობს სიმწიფის პროცესს და უფრო გემრიელი გახდება.

თუ არ გვსურს პომიდორი ზედმეტად დამწიფდეს და წავიდეს სიდამპლისკენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ მაცივარში, თუმცა პომიდორმა რომ გემრიელი გემო მიიღოს საჭიროა ის დამწიფდეს სრულყოფილად ბოლომდე, ამისთვის კი მაცივრის გარეშე გრილ ადგილას უნდა შეინახოთ“, – ამბობს ირაკლი არაბული.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პომიდვრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება – ირაკლი არაბულის რჩევები. 26 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პომიდვრის-მაცივარში-შენა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi